უებერი: ”მაკლარენი” თავის სისწრაფეს მალავს
Webber: McLaren hiding real pace
7 მაისი
”რედ ბულ რეისინგის” ავსტრალიელი პილოტი მარკ უებერი დარწმუნებულია, რომ მეორე თავისუფალ პრაქტიკაზე ”მაკლარენს” თავისი შესაძლებლობები სრულად არ გამოუვლენია და რომ მისი მანქანების რეალურ სისწრაფეს კვალიფიკაციასა და რბოლაში ვნახავთ.
მართალია, პირველ პრაქტიკაზე ორი საუკეთესო შედეგი სწორედ ”მაკლარენის” პილოტებს ჰქონდათ, მაგრამ მეორე პრაქტიკის შემდეგ, ცხრილის სათავეში ისინი ”რედ ბულ რეისინგის” პილოტებმა ჩაანაცვლეს. დღის აბსოლუტურად საუკეთესო შედეგი სებასტიან ფეტელს ჰქონდა, რომელმაც სხვა გუნდებიდან უახლოეს პილოტ მიხაელ შუმახერს ლამის წამით აჯობა.
”მე დარწმუნებული ვარ, რომ ”მაკლარენს” თავისი შესაძლებლობები ბოლომდე არ გამოუვლენია”, - ამბობს უებერი, ვინც მართალია, მეორე შედეგს დასჯერდა, თუმცა თავისი მექანიკოსების გარჯით მაინც კმაყოფილი დარჩა.
ავსტრალიელის თქმით, მანქანას გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რომელთა გამოსწორებასაც მექანიკოსებმა მთელი ღამე მოანდომეს: ”მათ მთელი ღამე იმუშავეს და პრაქტიკისთვის კარგად გამართული მანქანა დამახვედრეს. თუმცა ამით საქმე არ დამთავრებულა. შრომა ამ ღამითაც მოუწევთ და იმედია, კვალიფიკაციისთვის უკეთ მოვემზადებით”.
No comments:
Post a Comment