კუბიცას გადაბირებას ”ფერარი” ცდილობს
Kubica inks Ferrari 'option' for 2011 - report
7 მაისი
ცდილობს კი არა, როგორც იტალიური სპორტული გაზეთი ”ტუტოსპორტი” იუწყება, მარანელოელებს ”რენოს” პოლონელ პილოტთან უკვე გაუფორმებიათ წინასწარი კონტრაქტი, რომლის ძალითაც, მათ 25 წლის კუბიცაზე პირველი არჩევანის უფლება აქვთ. ეს უფლება კი 15 ივლისამდე იქნება ძალაში.
ამ დრომდე, კუბიცა, ვისაც ”რენოსთან” მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, სხვა გუნდებთან, მათ შორის ”რენოსთანაც”, მოლაპარაკებას არ გამართავს. მაგრამ თუ ბრიტანეთისა და გერმანიის დიდ პრიზებს შორის იტალიური გუნდი კონკრეტულს არაფერს შესთავაზებს, მაშინ თავისუფლად მოქმედების უფლება ექნება.
ბარსელონაში კუბიცამ განაცხადა, რომ მისი აზრით, ევროპული სეზონისთვის, ”რენოს” უახლოესი მეტოქეები უკეთ არიან მომზადებულები, რაც მას კარგი ადგილებისთვის ბრძოლას გაურთულებს. პოლონელის თქმით, ის იმედოვნებდა, რომ ესპანეთისთვის ფრანგული გუნდი იმაზე მეტ სიახლეს მოამზადებდა, ვიდრე ეს რეალურად შეძლო.
”გუნდების უმეტესობამ ბარსელონასთვის მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თავისი მანქანა. მე ისღა დამრჩენია, იმედი მქონდეს, რომ მათ მიერ ჩატარებული სამუშაოები მათ შედეგებს 3-4 მეათედი წამით არ გააუმჯობესებს. თუ მათ ეს შეძლებს, ბევრი პრობლემა შეგვექმნება. ვნახოთ”, - განაცხადა კუბიცამ.
No comments:
Post a Comment