ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, May 8, 2010

რედ ბულმა” საკვალიფიკაციო დუბლი გააშანშალა

Webber on pole for Spanish Grand Prix

8 მაისი

უებერი გამარჯვებას ზეიმობს
.............................................................

ესპანეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა ”რედ ბულ რეისინგის” პილოტების, მარკ უებერის და სებასტრიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა. ავსტრალიელმა პილოტმა 0.106 წამით აჯობა თავის გერმანელ თანაგუნდელს და ამ სეზონში მეორე პოულ პოზიციას დაეუფლა.

”ეს პოული მთლიანად გუნდს ეკუთვნის. ორ ღამეში ბჳჭებს ალბათ ხუთი საათი თუ ეძინათ. ისინი დაუღალავად მუშაობდნენ. შემიძლია ვთაქვა, რომ ორივესთვის, სებისა და ჩემთვის, ეს სენსაციური კვალიფიკაციაა”, - განაცხადა უებერმა, ვისთვისაც ეს კარიერაში მოპოვებული სულ მესამე პოულია.

მეორე რიგში ადგილებს ლუის ჰამილტონი და ფერნანდო ალონსო დაიკავებენ, რომლებმაც შესაბამისად, მესამე და მეოთხე შედეგები აჩვენეს. ესპანელი, როგორც ”ფერარის” პილოტი, პირველ საშინაო რბოლას ატარებს, რომელიც მას იმითაც დაამახსოვრდება, რომ პიტლეინზე გამოჩენილი ზედმეტი აგრესიულობისთვის, რის გამოც ნიკო როსბერგს ლამის დაეჯახა, 20 000 დოლარით დაჯარიმდა.

მესამე რიგში დადგებიან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, რომლებსაც შესაბამისად, მე-5 და მე-6 შედეგები აქვთ. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში ეს პირველი შემთხვევაა, როცა შუმახერმა კვალიფიკაციაზე თავის თანაგუნდელს აჯობა. თანაც, ამ სეზონში შუმისთვის ეს ყველაზე მაღალი სასტარტო პოზიციაა.

როსბერგი ამჯერად მერვე ადგილს დასჯერდა, მას კი სტარტზე გვერდს რობერტ კუბიცა დაუმშვენებს. ათეულის ბოლო ორი საფეხური ფელიპე მასას და ”ზაუბერის” იაპონელ კამუი კობაიაშის ერგოთ. ამ უკანასკნელისთვის ეს საუკეთესო შედეგია.

საინტერესო ორი ფაქტი: მიმდინარე სეზონში, პოულის მომგები რბოლაში გამარჯვებას ვერ ახერხებს. სამაგიეროდ, ბარსელონაში ჩატარებული ბოლო ცხრა რბოლაში ის პილოტი იმარჯვებს, რომელიც ასპარეზობას პოულიდან იწყებს. ხვალ კი ამ ”ტრადიციებიდან” რომელიმე აუცილებლად დაირღვევა...

კვალიფიკაციის შედეგები

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:19.995

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:20.101

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:20.829

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:20.937

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:20.991

6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:21.294

7. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:21.353

8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:21.408

9. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:21.585

10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:21.984

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდი) 1:21.985

12. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:22.026

13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:22.131

14. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:22.139

15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:22.191

16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:22.207

17. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 1:22.854

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

18. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:23.125

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:24.674

20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:24.748

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:25.475

22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:25.556

23. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:26.750

24. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:27.122

No comments:

Post a Comment