”ფერარი” ჰაერსადინარს რბოლაშიც გამოიყენებს
Ferrari set to keep F-Duct on
7 მაისი
თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ, ”ფერარის” ბრაზილიელმა პილოტმა ფელიპე მასამ განაცხადა, რომ მისი გუნდი ”მაკლარენის” მსგავს ჰაერსადინარებს (სურათზე) ალბათ კვალიფიკაციასა და რბოლაშიც გამოიყენებს. ამ აეროდინამიკური ელემენტის ადრეული ვერსია იტალიურმა გუნდმა პირველად ჩინეთის დიდი პრიზის პრაქტიკებზე გამოსცადა, ბარსელონასთვის კი მისი ახალი ვარიანტი მოამზადა, რომელმაც, როგორც ჩანს, გაამართლა.
”შანსი იმისა, რომ ამ ელემენტს კვალიფიკაციაზე და რბოლაშიც გამოვიყენებთ, დიდია”, - ამბობს ბრაზილიელი, ვინც პრაქტიკებზე თავისი შედეგებით უკმაყოფილო დარჩა. მასა თავისი მანქანის ბალანსს უჩივის. ”ახლა უნდა გავაანალიზოთ ყველაფერი, რათა კვალიფიკაციისთვის უკეთ მომზადება შევძლოთ”, - დასძენს ბრაზილიელი.
მისი თქმით, სეზონის წინა ტესტების დროს, ის მანქანით კმაყოფილი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც სასწრაფოდ მოსაძებნია.
No comments:
Post a Comment