სოლბერგი ზელანდიაში ლიდერობს
Petter Solberg on top on day one in New Zealand
7 მაისი
ოკლენდის შემოგარენში, სტარტი აიღო რალის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგმა, მეხუთე ეტაპმა - ახალი ზელანდიის რალიმ, რომელსაც პირველი დღის შემდეგ, სათავეში ნორვეგიელი პეტერ სოლბერგი (სურათზე) ჩაუდგა.
მსოფლიოს 2003 წლის ჩემპიონს, ვინს წინა ეტაპზე - თურქეთის რალიზე მეორე ადგილი დაიკავა, ამჯერად რბოლა კარგად დაიწყო და თავიდანვე ლიდერობა იგდო ხელთ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რბოლა პირველმა დაიწყო ჩემპიონატის ლიდერმა, ფრანგმა სებასტიან ლოებმა, ვისაც გზის მწმენდავის როლის შესრულება მოუხდა.
”ძალიან კარგად ვირბოლე. თავს შესანიშნავად ვგრძნობ, გაწნასწორებული ვარ და საერთოდ არ ვნერვიულობ. მთავარია ვიცოდე, რომ სები ჩემს უკანაა. მან შესანიშნავად იმუშავა და გზა გამიწმინდა, უკეთესი პოზიცია არც მე მქონდა, თუმცა ამას ჩემს შედეგებზე არ უმოქმედნია”, - განაცხადა სოლბერგმა, ვისაც რალის მეორე დღეს თავად მოუწევს მწმენდავის როლის შესრულება.
სოლბერგს, ვინც რალის პირველი მსოფლიო ჩემპიონია, 1.4 წამით ჩამორჩება ფინელი იარი-მატი ლატვალა, 3.9 წამით კი - ფრანგი სებასტიან ოჟიე. ლიდერს 4.8 წამით ჩამორჩება ესპანელი დანიელ სორდო.
სანამ ლოები გზის წმენდას უნდებოდა, მისი მეტოქეები სპეცმონაკვეთებს იგებდნენ - დღის პირველ ნახევარში, სოლბერგმა და ოჟიემ თითო სპეცის მოგება შეძლეს, სორდომ კი ორჯერ იმარჯვა, თუმცა დღის ბოლოს მაინც მეოთხეზე აღმოჩნდა. მეოთხე სპეცმონაკვეთზე, ხიდის გავლისას, ლოებმა ”ტავისი” სიტროენი დააზიანა და მეოთხედან მერვე ადგილზე გადაინაცვლა. სამაგიეროდ, დღის ბოლო სპეცმონაკვეთი მოიგო და მეშვიდე ადგილზე გადავიდა. მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა სოლბერგთან წუთი და თითქმის 20 წამი წააგო.
”ხიდის წინა, ძნელ მოსახვევში, მანქანის უკანა ნაწილზე კონტროლი დავკარგე. უკანა ბორბლები მოცურდა და მანქანა ხიდს დაეჯახა. ვიფიქრე, ყველაფერი რიგზეა მეთქი, მაგრამ ასე არ იყო დათანაც, ლამის კარი დავკარგე. დარჩენილ გზაზე კარი ხელით მეჭირა. ერთხელ გაჩერდი და კარის დამაგრება ვცადე, რაზეც დაახლოებით წუთი დავკარგე”, - ნარბოლევს განაცხადა ლოებმა
ახალი ზელანდიის რალის პირველი დღის შედეგები
1. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 1:35:51.300
2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) +00:01.400
3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 00:03.900
4. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 00:08.700
5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 00:20.200
6. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 01:09.700
7. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 01:19.800
8. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 01:45.300
9. იარი კეტომაა (ფინეთი, ფორდი) 04:18.000
No comments:
Post a Comment