ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, May 9, 2010

ჰაერსადინარები მომავალი სეზონიდან აიკრძალება

Teams agree to ban F-Ducts for 2011

9 მაისი

”ფერარის” ჰაერსადინარი

.......................................................

ბარსელონაში ფორმულა 1-ის გუნდების ხელმძღვანელებმა შეხვედრა გამართეს, რომელზეც გადაწყდა, რომ მომავალ სეზონში არავინ გამოიყენებს ჰაერსადინარებს, რომლებიც რბოლის დროს, გავლენას ახდენენ უკანა ფრთის ეფექტურობაზე. ისინი აღიარებენ, რომ კონსტრუქცია, რომელიც პირველმა ”მაკლარენის” ინჟინრებმა შეიმუშავეს, სრულად შეესაბამება ფ1-ის ტექნიკურ რეგლამენტს, თუმცა მასზე უარს ამბობენ იმის გამო, რომ მისი დანერგვა სპორტს კიდევ უფრო გააძვირებს.

ჰაერსადინარის სისტემა ”მაკლარენმა” პირველად სეზონის წინა ტესტებზე გამოსცადა. ამჟამად მსგავსი სისტემები უკვე ”ზაუბერს”, ”ფერარის”, ”უილიამსს” და ”მერსედესსაც” აქვთ, მაგრამ მათი სისტემები არაეფექტურია, რადგან ისინი არ შედის შასის სტრუქტურაში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სეზონის დაწყების შემდეგ, შასის თავიდან ჰომოლოგირება დაუშვებელია.

მაგრამ მომავალი სეზონისთვის მანქანების შექმნისას, ყველა გუნდის ინჟინრებს, შასის სტრუქტურაში ჰაერსადინარის შეტანის საშუალება ექნებათ. უფრო მეტიც, ისინი სისტემის გაუმჯობესებაზე ფიქრს დაიწყებენ, ეს კი დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, გუნდების უმეტესობა ამ სისტემის მომავალ სეზონში არგამოყენებას მიემხრო.

”ჰაერსადინარის იდეა მართლაც შესანიშნავია. მზად ვარ, ქუდი მოვიხადო მის წინაშე, ვინც ის პირველმა მოიფიქრა. მაგრამ ამ სისტემის ზოგიერთი ვარიანტი, რომლებიც სხვა გუნდებმა შეიმუშავეს, ძალიან საშიშია. მაგალითად, ”ფერარის” სისტემა (სურათზე) პილოტებისგან მოითხოვს, რომ მათ ხელის მტევნის გარე ნაწილით გადახურონ ჰაერსადინარი. ამ დროს, საჭის სამართავად, მათ მხოლოდ ერთი ხელის გამოყენება უწევთ. ეს კი ძალიან საშიშია. ესეც რომ არა, მათი სისტემა ძალიან ძვირი დაჯდა”, - ამბობს ”რედ ბულის” შეფი ქრისტიან ჰორნერი.

”პირადად მე ვთვლი, რომ ძირეულად უნდა აღმოვფხვრათ ამ ტექნოლოგიის განვითარების შესაძლებლობა. სეზონის ბოლოს, ასეთი სისტემა ყველა გუნდს ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წყალობით, უპირატესობას ვერავინ მოიპოვებს. ინჟინრები ალბათ ამ სისტემის მეტად უცნაურ ვერსიებსაც მოიგონებენ, რაც ხარჯების ზრდას გამოიწვევს. მესმის, რომ ჰაერსადინარის აკრძალვა არ მოეწონებათ მათ, ვინც ის მოიფიქრა, მაგრამ დროა შევეგუოთ იმას, რომ მსგავსი ინჟინრული გადაწყვეტები, როგორიცაა მაგალითად ორმაგი დიფუზორი, ჩვენს სპორტში დიდხანს ვერ დარჩება. პირადად მე მიმაჩნია, რომ კერს-ის დაბრუნებას ფ1-თვის უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება, ვიდრე ჰაერსადინარების დატოვებას”, - ამბობს ”მერსედესის” აღმასრულებელი დირექტორი ნიკ ფრაი.

მოკლედ, ჰაერსადინარი უკვე მეორე აეროდინამიკური ელემენტია, რომლის არგამოყენებაზეც გუნდებმა შეთანხმებას მიაღწიეს. პირველი კი ორმაგი დიფუზორია.

No comments:

Post a Comment