ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, May 7, 2010

პირველ პრაქტიკაზე უსწრაფესი ჰამილტონია

Hamilton quickest in Spain, Schumacher speeds up

7 მაისი

სამკვირიანი პაუზის შემდეგ, ბარსელონას კატალუნია მონტმელოზე, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატი განახლდა. მეხუთე ეტაპის, ესპანეთის დიდი პრიზის პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე კი უსწრაფესები ისევ ”მაკლარენის” პილოტები არიან. ოღონდ, ამჯერად მათ მიმდევრობა შეცვალეს და ცხრილის სათავეში ადგილი ლუის ჰამილტონმა (სურათზე) დაიკავა.

მათ მცირედით ჩამორჩა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, რომელმაც შეცვლილი შასით იასპარეზა და როგორც იქნა, უკან მოიტოვა თავისი თანაგუნდელი ნიკო როსბერგი. შუმახერი ბარსელონაში ”მერსედესმა” იმ შასიზე გადასვა, რომლითაც გერმანელი სეზონის წინა ტესტებში მონაწილეობდა. გარდა ამისა, მისი მანქანის ბაზაც დაგრძელებულია, რამაც მას თავისი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენის საშუალება მისცა.

თუმცა, ჯერ მაინც ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა შუმახერი კრიტიკოსების დადუმბას. რაც უნდა იყოს, პრაქტიკებზე არაფერი წყდება და ყველა იმითაა დაკავებული, რომ თავისი მანქანა რბოლისთვის მოამზადოს. და მაინც, ის ფაქტი, რომ შუმახერი მესამეზეა, მრავლის მეტყველია.

შუმახერს ”რედ ბულ რეისინგის” ორივე პილოტი ჩამორჩა. მარკ უებერმა და სებასტიან ფეტელმა შესაბამისად, მეოთხე და მეხუთე შედეგები აჩვენეს. მხოლოდ მეექვსე იყო როსბერგი, რომელმაც წინა ორი რბოლის შემდეგ, კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო, თუმცა ჯერ გამარჯვების გემო არ იცის.

პირველი პრაქტიკის შედეგები

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:21.134

2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:21.672

3. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:21.716

4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:22.011

5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:22.026

6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:22.070

7. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:22.202

8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:22.258

9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:22.397

10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:22.492

11. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:22.588

12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:22.975

13. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:23.030

14. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:23.110

15. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 1:23.284

16. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:23.312

17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:23.471

18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:25.329

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:26.244

20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:26.340

21. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:26.694

22. ქრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) 1:27.250

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:27.752

24. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) დროის გარეშე

No comments:

Post a Comment