ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, May 8, 2010

ლოებმა ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა

Loeb gains on the gravel to fight back in New Zealand

8 მაისი

მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა, ფრანგმა სებასტიან ლოებმა ახალი ზელანდიის რალის მეორე დღეს თითქმის ბოლომდე ამოქაჩა ლიდერთან ჩამორჩენის ამოქაჩვა და ახლა, თავის თანამემამულესა და სეხნიას, სებასტიან ოჟიეს (სურათზე) მხოლოდ ხუთი წამით ჩამორჩება. რაც მთავარია, მესამე დღეს მას გზის მწმენდავობა არ მოუწევს და ოჟიესგან განსხვავებით, ოჟიეს მიერვე გაწმენდილ გზაზე იასპარეზებს.

ლოებმა მეორე დღის ყველა, ექვსივე გრუნტიანი სპეცმონაკვეთი მოიგო. არადა, პირველი დღის შემდეგ, ლიდერთან, ნორვეგიელ პეტერ სოლბერგთან წუთსა და 19 წამს აგებდა. მაგრამ მეორე დღის შემდეგ, სოლბერგი მასთან 48 წამს აგებს და მეხუთე ადგილზეა. მართალია, ის რამდენიმე პოზიციით დაქვეითდა, თუმცა მესამე, გადამწყვეტ დღეს, ის ხელსაყრელი პოზიციიდან იასპარეზებს და გამორიცხული არაა, ლოებსაც მედგარი წინააღმდეგობა გაუწიოს.

”ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. თავიდანვე შევუტიე და თავი არ დამიზოგავს, ახლა კი რბოლის მოსაგებად შესანიშნავ პოზიციაზე ვარ. სებასტიანს მხოლოდ ხუთი წამით ჩამოვრჩები, თუმცა ეს ჯერაც არაფერს ნიშნავს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამიტომ, თავს მოდუნების უფლებას ვერ მივცემ. ნებისმიერ შემთხვევაში, კმაყოფილი ვარ, რადგან უფრო მეტის მიღწევა შეუძლებელი იყო”, - ნარბოლევს განაცხადა ლოებმა.

ოჟიე მეორე სრულ სეზონს ატარებს და მას ჯერ რბოლა არ მოუგია. მეორე დღე მან მესამე პოზიციაზე დაიწყო, ლიდერობა კი ხელთ მეორე დღის პირველსავე სპეცმონაკვეთზე იგდო. შემდეგ კი მოწინავე პოზიცია ასფალტიანი სუპერ სპეცმონაკვეთის მოგებით გაიმყარა და ბოლომდე შეინარჩუნა. თუმცა, გრუნტზე ლოებმა ჩამორჩენის შემცირება შესძლო.

ახალი ზელანდიის რალის პირველი დღის შედეგები

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 3:05:40.400

2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) +00:05.300

3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 00:33.200

4. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 00:47.500

5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 00:53.600

6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 1:00.200

7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 3:04.900

8. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 5:41.400

9. იარი კეტომაა (ფინეთი, ფორდი) 8:12.700

10. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 8:28.800

No comments:

Post a Comment