კაშტრუნევიშის მეოთხე ინდი პოული
Castroneves takes Indy pole on wild qualifying day
24 მაისი
ჰელიო კაშტრუნევიში კარიერაში მეოთხე პოულს ზეიმობსბრაზილიელი ჰელიო კაშტრუნევიშის გამარჯვებით დასრულდა ინდიანაპოლისის 500-მილიანი რბოლის საკვალიფიკაციო მარათონი. მან წრე 366.87 კმ/სთ საშუალო სიჩქარით გაიარა. მისი სიჩქარე ყველაზე მაღალი იყო მთელი კვირის განმავლობაში. ეს ინდი 500-ზე კაშტრუნევიშის მიერ მოპოვებული მეოთხე პოულ პოზიციაა და ამ მაჩვენებლით ის ინდი ქარის ისეთ ლეგენდებს გაუტოლდა, როგორებიც ეი ჯეი ფოიტი და რექს მეისი არიან. ისე კი, ყველაზე მეტჯერ - ექვსჯერ დიდი რბოლა რიკ მირზმა დაიწყო.
კაშტრუნევიში კვალიფიკაციის ბოლო ეტაპზე ტრასაზე პირველი გავიდა და ყოველ მომდევნო წრეზე საუკეთესო შედეგს აფიქსირებდა, რითაც მაყურებელთა ოვაციები დაიმსახურა. საბოლოოდ კი, ოთხ ჩასათვლელ წრეზე, ყველაზე მაღალი საშუალო სიჩქარე განავითარა.
დარიო ფრანკიტი
..........................................
”მეგობრებო, ამ ადგილის დაკავება აქ ყოველთვის მოულოდნელია. ვერავინ იტყვის, გავალ ტრასაზე და პოული ჩემი იქნება. ეს შესანიშნავი შედეგია და ძალიან კმაყოფილი ვარ. რბოლისთვის კარგად მომზადებული ვიყავი და ლოდინი არ მსურდა. ამიტომ გავედი ტრასაზე პირველი - ერთი სული მქონდა, საუკეთესო შედეგი მეჩვენებინა. აქ კვალიფიკაცია ყოველთვის ძალიან ძნელია. მუდამ ზღვარზე ხარ და რისკიც მაქსიმალურია. დღეს, რბოლისას, მე სამჯერ გამომეცხადა იესო”, - რბოლის შემდეგ ყვებოდა კაშტრუნევიში, ვისაც ინდი 500 სამჯერ აქვს მოგებული და 30 მაისს მის მეოთხედ მოსაგებად გაირჯება. ამ პოულისთვის, კაშტრუნევიშიმა 15 ქულა და 175 000 დოლარი დაიმსახურა.
ტონი კანაანი რბოლისთვის ემზადებაკვალიფიკაცია ახალი სისტემით ჩატარდა. შაბათის სესიის ხუთსაათიანი რბოლის შემდეგ, 24 ”ნელი” მანქანა პოულისთვის ბრძოლას გამოეთიშა. დარჩენილმა ცხრა პილოტმა ასპარეზობა შაბათ საღამოს გააგრძელა. გადამწყვეტი რბოლა 90-წუთიანი იყო. მის განმავლობაში, პილოტები ოთხწრიან ცდება ასრულებდნენ. კაშტრუნევიშმა დასაწყისშივე შეძლო ყველაზე მაღალი საშუალო სიჩქარის აკრეფა, რის შემდეგაც, მისი შედეგის გაუმჯობესება ვერავინ მოახერხა. მეოთხე შედეგი ”პენსკეს” კიდევ ერთმა ავსტრალიელმა პილოტმა, რაიან ბრისკომ დაიკავა.
კვალიფიკაციის ორივე სესიაზე სამი სერიოზული ავარია მოხდა, რომელთაგან ერთ-ერთი პოულის ერთ-ერთ პრეტენდენტს, ბრაზილიელ ტონი კანაანს (ინდი ქარის სერიის ყოფილ ჩემპიონს) შეემთხვა. ამის გამო, კანაანმა 24 საუკეთესოს შორის ადგილის მოპოვებაც კი ვერ შეძლო.
24 საუკეთესოს შორის სამი ადგილი სუსტი სქესის პილოტებმა დაიკავეს, რომელთაგან საუკეთესო ბრაზილიელი ანა ბეატრისი იყო. ის 21-ე ადგილს დასჯერდა და უკან ჩამოიტოვა 21 წლის შევიცარელი ახალბედა სიმონა დე სილვესტრო. ბოლოსწინა ადგილზე კი გამოცდილი და ყველაზე ტიტულოვანი (მას ინდი ქარის ერთი რბოლა აქვს მოგებული) ქალი პილოტი, ამერიკელი დანიკა პატრიკი გავიდა.
სასტარტო რიგში ადგილის მოპოვების შანსი კიდევ ორ ქალ პილოტს, ვენესუელელ მილკა დუნოს და ამერიკელ სარა ფიშერს ჰქონდა. მაგრამ კვირის კვალიფიკაციაზე, რომლის დროსაც სასტარტო რიგის ბოლო 9 ადგილის მფლობელის ვინაობა გაირკვა, დუნოს ხელი მოეცარა. ფიშერმა კი მართალია, მოწინავე 24-ს შორის ადგილი ვერ მოიპოვა, მაგრამ ქალებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო სიჩქარე დააფიქსირა და ეს რომ წინა სესიებზე მოეხერხებინა, მათში საუკეთესო სასტარტო ადგილსაც დაეუფლებოდა.
კანაანს მესამე სესიაზეც ძალიან გაუჭირდა. მართალია, მისი გუნდის მექანიკოსებმა მანქანა თავიდან ააწყვეს, მაგრამ მას აშკარად აკლდა სიჩქარე. თუმცა, ბრაზილიელმა სესიის მიწურულს მაინც შეძლო მიყოლებით ოთხი სწრაფი წრის გავლა და საბოლოოდ, სტარტზე ბოლოსწინა, 32-ე ადგილს მაინც დაეუფლა.
No comments:
Post a Comment