ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Wednesday, May 5, 2010

ესპანეთის დიდი პრიზი: ერთი წრე მარკ უებერთან ერთად

Spanish Grand Prix

5 მაისი

მოახლოვდა ესპანეთის დიდი პრიზი - მიმდინარე სეზონის პირველი ევროპული რბოლა და ბარსელონას ”კატალუნია მონტმელოზე” ტრადიციულად, მეგზურობას ”რედ ბულ რეისინგი” და მისი ავსტრალიელი პილოტი მარკ უებერი გაგვიწევენ:

”ესპანეთის დიდი პრიზი. ჩვეულებრივ, ეს სეზონის პირველი ევროპული რბოლაა, სადაც ფერნანდოს უამრავი ქომაგი გვხვდება. ტრასა კი პილოტებისთვისაც და მანქანებისთვისაც რთულია. მისი სიგრძე 4.6 კილომეტრია, გასავლელი 66 წრე, სულ კი 307 კილომეტრი გვაქვს. აქ ხუთი ჩქაროსნული მონაკვეთი, სამი ნელი მოსახვევი და გასწრებისთვის ორი იდეალური ადგილია. მაქსიმალური სიჩქარე 308 კმ/სთ-ს აღწევს.

სტარტ-ფინიშის სწორის შემდეგ, პირველი მოსახვევის წინ, ინტენსიურად ვამუხრუჭებ და მასში მესამე გადაცემით შევდივარ, შემდეგ ისევ მუხრუჭი და მომდევნო მოსახვევს გავდივარ. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მოსახვევიდან, რომელიც აღმართზეა, კარგად გამოვიდე, რადგან მისი დასრულებისთანავე, ძალიან დიდსა და ჩქაროსნულ მარჯვენა მოსახვევში შესვლა მიწევს. აქ დიდი მნიშვნელობა მანქანის აეროდინამიკას აქვს.

მოსახვევის შემდეგ მოკლე სწორი მონაკვეთია, რომლის ბოლოსაც პირველი სექტორი მთავრდება. ამას მოსდევს მეოთხე მოსახვევი, რომელიც გამოსასვლელში იხსნება, ეს კი სწრაფად მოძრაობის საშუალებას იძლევა. მეხუთე მოსახვევის წიმ ბორბლების ოდნავ დაბლოკვაც საკმარისია. მის შემდეგ, დაღმართში აჩქარებას ვიწყებ და მეექვსე, ღია მოსახვევს შეუნელებლად გავდივარ, მას კი მეშვიდე მოსახვევი მოსდევს, რომელიც ძალიან სუფთად უნდა გავიარო.

ამას მოჰყვება აღმართში მდებარე სწორი, რომლის მარცხნივ მდებარე ტრიბუნაზეც ყოველთვის უამრავი მაყურებელი იყრის თავს. მეცხრე მოსახვევს უკანა სწორზე გავყავარ, რის შემდეგაც ხისტი დამუხრუჭება მიწევს. მეათე მოსახვევი საკმაოდ ძნელი გასავლელია. აქ შეცდომის დაშვება ადვილია, რასაც ხელს ასფალტის არცთუ კარგი ხარისხი უწყობს. ამას მოსდევს მოკლე სწორი და ძალიან შმაგი მარცხენა მოსახვევი, რომელსაც მაშინვე მარჯვენა, დიდი მოსახვევი მოსდევს. მის გავლას გზის ცუდი ხარისხი ართულებს. კიდევ ერთი მარჯვენა მოსახვევი და შემდეგ საკმაოდ ვიწრო S-მოსახვევი, რომელიც საერთო რიტმს არღვევს და ბოლო მოსახვევის წინ საქმეს მირთულებს. ბოლო მოსახვევის გამოსასვლელი სუფთად უნდა გავიარო, რათა სტარტ-ფინიშის სწორზე მაქსიმალური სიჩქარის აკრეფა შევძლო.

ამით მთავრდება ერთი წრე მონტმელოზე”.

No comments:

Post a Comment