ოჟიემ კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა
Ogier seals maiden WRC victory
30 მაისი
ოჟიემ კარიერაში პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის რბოლა................................................
პორტუგალიის რალი ფრანგი სებასტიან ოჟიეს ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. ”სიტროენ ჯუნიორის” ახალგაზრდა პილოტმა მესამე დღესაც შეინარჩუნა ლიდერობა და კარიერაში პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის რბოლა. მან თითქმის რვა წამით აჯობა მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონს, ფრანგ სებასტიან ლოებს და პილოტთა კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
საინტერესოა, რომ რბოლის ბოლოს, სუპერ სპეცმონაკვეთზე, რომელიც ალგარვეს სტადიონზე ჩატარდა, ოჟიე სწორედ ლოებს დაუპირისპირდა და 0.2 წამით აჯობა. მანამდე კი, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ლიდერს, ოთხივე სპეცმონაკვეთის გახდსნამ მოუწია, მაინც შეძლო ლოებთან უპირატესობის შენარჩუნება.
..............................................
”შესანიშნავი რბოლა იყო. მისი სტარტიდანვე, თავი არ დამიზოგავს. ეს დიდი ბრძოლა იყო, რომელშიც სების (ლოების) ჩემს უკან შენარჩუნება ძალიან გამიჭირდა. სამაგიეროდ, ასეთი შესანიშნავი რბოლა მოვიგე, რითაც ყოველთვის ვიამაყებ. ახალ ზელანდიაში დავმარცხდი, მაგრამ მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, რომ როცა მოვიგებდი, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი და ახლა სწორედ ასეა”, - ნარბოლევს განაცხადა ოჟიემ.
თანამემამულის მიმართ საქებარი სიტყვები არც ლოებმა დაინანა: ”ის შეუჩერებელი იყო. პირველ დღეს ბევრი დრო დავკარგე, თუმცა მისი გასწრება ვერც მაშინ შევძელი, როცა შეცდომებს აღარ ვუშვებდი. ის ძალიან, ძალიან სწრაფი იყო. ამიერიდან ჩემპიონიბის პრეტენდენტი გახდა და ეს ძალიან მახარებს. ჩემთვის ეს მეორე ადგილიც ძალიან კარგია. მთავარი იყო, რომ რაც შეიძლება, მეტი ქულა ამეღო და მე ეს შევძელი, რითაც კმაყოფილი ვარ”.
ბოლო სპეცმონაკვეთი არგენტინელმა ფედერიკო ვილაგრამ მოიგო, ვინც 0.7 წამით აჯობა ბრიტანელ მეტიუ უილსონს, მესამეზე კი ფინელი კიმი რაიკონენი გავიდა, ვინც საბოლოოდ მეათე ადგილს დასჯერდა.
რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა ”სიტროენის” კიდევ ერთმა მრბოლმა, ესპანელმა დანი სორდომ, მეოთხეზე კი ფინელი მიკო ჰირვონენი გავიდა, ვინც ეს მხოლოდ იმის წყალობით შეძლო, რომ სუპერ სპეცზე ავარია მოუვიდა ნორვეგიელ პეტერ სოლბერგს. ამას წყლიანი მონაკვეთის გავლისას, შეცდომა მოუვიდა და მანქანა ნახევრად ამოუყირავდა. მართალია, მსაჯებმა რესტარტის უფლება მისცეს, მაგრამ ამის გამო, 14 წამითაც დააჯარიმეს, ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჰირვონენს მისთვის სამი წამით ეჯობნა.
რაც შეეხება რაიკონენს, ის მესამე დღეს საბურავებმა და მანქანაში არსებულმა მექანიკურმა პრობლემებმა გააწამა, რის გამოც, ორი ადგილით ჩამოქვეითდა.
პორტუგალიის რალის შედეგები1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 3:51:16.1002. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) +00:07.900
3. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 01:17.600
4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 01:32.000
5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 01:35.700
6. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 07:10.100
7. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სუბარუ) 07:28.300
8. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 10:36.100
9. ხალიდ ალ ქასანი (ემირატები, ფორდი) 10:55.800
10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) 11:34.300
პილოტების კლასიფიკაცია
1. სებასტიან ლოები - 126 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე - 88; 3. მიკო ჰირვონენი - 76; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) -72; 5. პეტერ სოლბერგი - 63; 6. დანიელ სორდო - 49; 7. მეტიუ უილსონი - 38; 8. ფედერიკო ვილაგრა - 26; 9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) - 24; 10. კიმი რაიკონენი - 15...
კონსტრუქტორთა პირველობა
1. სიტროენ ტოტალ WRT - 189 ქულა; 2. BP-ფორდ აბუ-დაბი WRT - 163; 3. სიტროენ ჯუნიორ ტიმ - 106; 4. შტობარტ VK M-სპორტ ფორდ WRT – 84; 5. მუნჩი'ს ფორდ WRT - 40
No comments:
Post a Comment