ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, November 11, 2010

აბუ დაბის ერთი წრე სებასტიან ფეტელთან ერთად

Abu Dhabi Grand Prix

11 ნოემბერი

მიილია ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის 2010 წლის სეზონი, რომლის ბოლო, მე-19 რბოლასაც აბუ დაბი უმასპინძლებს. ახლახანს ბერნი ეკლსტოუნმა განაცხადა, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, აბუ დაბის ეტაპს კალენდარში სამუდამო ადგილს მივუჩენდიო. არავინ იცის, რამდენად შესაძლებელია ეს, თუმცა შესაძლოა, ემირატების ამ უმთავრესი ქალაქის წლევანდელი დიდი პრიზი განსაკუთრებული გახდეს სებასტიან ფეტელის და მარკ უებერისთვის, რომლებიც თავიანთი პირველი ტიტულისთვის იბრძვიან. და თუ ისინი მიზანს ვერ შესწვდნენ, მაშინ მესამე ტიტულს ფერნანდო ალონსო დაეუფლება, ვინც ბოლო ეტაპის წინ, უახლოეს მდევარ უებერს 8 ქულას უგებს.

ტრადიციულად, რბოლის მასპინძელ ტრასას წარმოგიდგენთ და თუ როგორ გადიან მას პილოტები, ამაში ”რედ ბულის” ულტრათანამედროვე სიმულატორის დახმარებით, ფეტელი გაგვიწევს, რომელმაც შარშან აბუ დაბის პირველი დიდი პრიზი მოიგო (ორივე სურათზე).

”აბუ დაბიზე როცა ვფიქრობ, ბინდბუნდში სტარტი და ღამის ფინიში, შესანიშნავი ავტოდრომი და მისი ინფრასტრუქტურის თანამედროვე არქიტექტურა მახსენდება. ტრასის სიგრძე 5.5 კილომეტრია, სულ 55 წრეა გასავლელი, რაც ჯამში 306 კილომეტრია. ტრასას ხუთი ჩქაროსნული მონაკვეთი, ამდენივე ნელი მოსახვევი და გასწრებისთვის სამი იდეალური ადგილი აქვს. მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კმ/სთ-ს აღწევს.

ვუახლოვდებით პირველ მოსახვევს და ვამუხრუჭებთ და აპექსს თითქმის ბრმად გავდივართ. და რამდენადაც ტრასა აღმართს აუყვება, შეგვიძლია, აჩქარება ადრე დავიწყოთ. ჯერ მეექვსე გადაცემას ვირჩევთ, შემდეგ მეშვიდეს. მარჯვენა და მარცხენა მოსახვევების ბმულს თითქმის სიჩქარის (250-260 კმ/სთ) შეუმცირებლად გავდივართ. ამას მოსდევს დაღმართი და შემდეგი ესის წინ მკვეთრი დამუხრუჭება გვიწევს, გადაცემა კი მეორე საფეხურზე გადაგვყავს. მარცხენა-მარჯვენა მოსახვევები ძალიან ვიწროა და მათ მაქსიმალური ყურადღებით გავდივართ.

ამას მოსდევს 180-გრადუსიანი მოსახვევი, რომელსაც ყველაზე გრძელ სწორზე გავყავართ და ამიტომ, მის სწორად გავლას დიდი მნიშვნელობა აქვს. შემდგე ისევ მკვეთრი დამუხრუჭებაა საჭირო. გადაცემა მეორე საფეხურამდე ჩამოგვყავს. ჯერ მარცხნივ ვუხვევთ, შემდეგ მარჯვნივ. აქ ასფალტი უსწორმასწოროა, რამაც შეიძლება მანქანაზე კონტროლი დაგვაკარგვინოს. მთავარია, რომ რაც შეიძლება, მაქსიმალურად სწორხაზოვანი ტრაექტორია ავირჩიოთ, საჭის მკვეთრი ტრიალი გამოვრიცხოთ და ასე სიჩქარეს შევინარჩუნებთ.

მომდევნო მოსახვევების ბმულის წინ ისევ მუხრუჭები გვჭირდება, გადავდივართ მესამე საფეხურზე. ვუხვევთ მარცხნივ, მარჯვნივ და ისევ მარცხნივ. აქ კარგია, თუ ტრასის გარე რადიუსზე არსებულ კერბს გამოვიყენებთ. ოღონდ, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ვიცოდეთ, თუ სად მთავრდება ის, რადგან თუ გავცდით, მანქანაზე კონტროლს ადვილად დავკარგავთ.

შემდეგ ისევ მარცხენა მოსახვევს გავდივართ, რომლის წინაც მეორე გადაცემაზე გადავდვართ. თან სიფრთხილე გვმართებს გაზის სატერფულთან, რათა ზედმეტი არ მოგვივიდეს. შემდეგ გავდივართ სასტუმროს წინ, სადაც ორმაგი მარცხენა მოსახვევი გველის. სიჩქარეს ოდნავ ვაგდებთ და ბოლო ორი მოსახვევისთვის ვემზადებით. მთავარია, რომ ამ მოსახვევების გავლისას, სიჩქარე შევინარჩუნოთ, რათა სტარტ-ფინიშის სწორიც მაქსიმალურად სწრაფად გავიაროთ...”

No comments:

Post a Comment