ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Monday, November 8, 2010

რედ ბული” ბოლო ეტაპის სტრატეგიაზე ფიქრობს

Red Bull to Sort Out Drivers Strategy for Abu Dhabi

8 ნოემბერი

”რედ ბულ რეისინგის” შეფი ქრისტიან ჰორნერი (მარცხნივ) და გუნდის კონსულტანტი ჰელმუტ მარკო

..............................

ბრაზილიის დიდ პრიზზე ორმაგი ტრიუმფის წყალობით, ”რედ ბულ რეისინგმა” თავისი არსებობის მანძილზე, პირველად შეძლო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. თუმცა ეს მხოლოდ კონსტრუქტორთა პირველობის ტიტულია, უფრო მნიშვნელოვანი, პილოტებისა კი ჯერ მოსაპოვებელია. ამიტომ, გუნდი ჯერ ზეიმს არ ჩქარობს და აბუ დაბის რბოლის დაგეგმვაზე ზრუნვას ახლავე იწყებს.

ეს სეზონი ”რედ ბულ რეისინგმა” ბრწყინვალედ ჩაატარა. 18 რბოლაში, მისმა პილოტებმა - ავსტრალიელმა მარკ უებერმა და გერმანელმა 8 გამარჯვება იზეიმეს, 14 პოულ პოზიცია მოიპოვეს და კვარცხლბეკის მეორე და მესამე საფეხური 10-ჯერ დაიკავეს.

ბრაზილიურ რბოლამდე, ”რედ ბულიდან” მხოლოდ უებერი იყო ისეთი, ვისაც ჩემპიონატის ესპანელ ლიდერ ფერნანდო ალონსოსთვის რეალური კონკურენციის გაწევა შეეძლო. ბრაზილიის შემდეგ კი ფეტელის შანსებიც გაიზარდა, თუმცა ოზი პილოტი კვლავ უკეთეს პოზიციაშია.

ამჟამად ალონსო უებერს 8 ქულას უგებს, უებერს კი - 15-ს. ეს კი ნიშნავს, რომ ტიტულის დასაუფლებლად, ორივე პილოტს მარტო საკუთარი გამარჯვება არ ჰყოფნის. ამასთან, უებერს ჩემპიონობისთვის ისიც ეყოფა, თუ აბუ დაბიში ის მოიგებს და ალონსო მეორე ადგილზე ვერ გავა. ამ მხრივ, ფეტელის მდგომარეობა უფრო რთულია. საკუთარ გამარჯვებასთან ერთად, მას სჭირდება, რომ ალონსოს უებერის გარდა, კიდევ ორმა პილოტმა აჯობოს, ამის პოტენციალი კი სხვა გუნდებს, მათ შორის, ”მაკლარენსაც” კი, არ გააჩნიათ.

აშკარაა, რომ რბოლის დროს ალბათ დადგება მომენტი, როდესაც ”რედ ბულის” ხელმძღვანელობას ფეტელსა და უებერს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. ამიტომ, ისინი ახლავე ცდილობენ ოპერატიული ტაქტიკური მონახაზის შედგენას და ალბათ მას პილოტებსაც გააცნობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათგან მოულოდნელ წინააღმდეგობას არ წააწყდნენ.

”ახლა იმაზე ვფიქრობთ, რომ აბუ დაბიში, ტექნიკურადაც და ტაქტიკურადაც მომზადებულები ჩავიდთ. იქ პილოტთა ტიტულის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ, იქამდე კი ჩვენს პილოტებს შევახსენებთ, რომ ისინი გუნდური მოთამაშეები არიან”, - გერმანულ გამოცემა ”აუტო მოტორ უნდ შპორტთან” საუბრისას განაცხადა ”რედ ბულ რეისინგის” კონსულტანტმა, წარსულში თავადაც ფ1-ის პილოტმა ჰელმუტ მარკომ.

No comments:

Post a Comment