ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Wednesday, November 3, 2010

ბრაზილიის დიდი პრიზი - ერთი წრე მარკ უებერთან ერთად

Brasilian GP

3 ნოემბერი

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონი დასასრულს მიუახლოვდა. დარჩა მხოლოდ ორი რბოლა, რომლებზეც ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. თუმცა, შესაძლოა, აბუ დაბიში დიდი პრიზების ქარავანი ისე ჩავიდეს, რომ ჩემპიონის ვინაობაც გარკვეული იყოს. და თუ ასე მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ესპანელი ფერნანდო ალონსო მესამედ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი. თუმცა, ახლა მარჩიელობა არაფრის მომცემია და დროა, ბრაზილუირი რბოლისთვის განვეწყოთ. ინტერლაგუშის ტრასაზე კი მეგზურობას ჩვენ ტრადიციულად ალონსოს მთავარი მეტოქე - ავსტრალიელი მარკ უებერი გაგვიწევს, რაშიც მას ”რედ ბულ რეისინგის” ულტრათანამედროვე სიმულატორი დაეხმარება.

მარკ უებერი: ”ბრაზილიის დიდი პრიზი ჩემთვის გზებზე საცობებთან, უცნაურ ამინდთან და ლამაზ გოგონებთან ასოცირდება. ინტერლაგუშის სიგრძე 4.3 კილომეტრია, სულ 71 წრის გავლა გვიწევს, რაც ჯამში 306 კილომეტრია. ტრასას ოთხი ჩქაროსნული მონაკვეთი ორი ნელი მოსახვევი და გასწრებისთვის სამი იდეალური ადგილი აქვს. მაქსიმალური სიჩქარე კი 314 კმ/სთ-ს აღწევს.

პირველი მოსახვევის წინ, მაქსიმალურად გვიან და ინტენსიურად ვამუხრუჭებთ. ამ მოსახვევს გარეთ დახრილი პროფილი აქვს და ეს საქმეს კიდევ უფრო ართულებს. შემდეგ გავდივართ სენას ესებს. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახვევის მეორე ნაწილის სუფთად გავლას.

ამას მოსდევს მარცხენა, გრძელი მოსახვევი, რომელსაც ინტენსიური აჩქარებით გავდივართ. შემდეგ საპირისპირო მიმართულებით სწორი მონაკვეთია, რის ბოლოსაც ისევ მკვეთრად ვამუხრუჭებთ. შევდივართ კიდევ ერთ მარცხენა მოსახვევში, რომელიც თავისუფლად შეიძლება გავიაროთ სრული სვლით, თუმცა წვიმაში აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო.

ამას მოსდევს ტრასის ყველაზე საინტერესო მონაკვეთი: მარჯვენა ორმაგი მოსახვევი ძალიან სწრაფია და ის ყველა მრბოლს მოსწონს. აქედან გზა გორაკზე ადის, სადაც მარჯვენა ვიწრო მოსახვევი გველის. აქ აპექსის დანახვა ბოლო მომენტამდე შეუძლებელია, რაც საქმეს ართულებს. ამ მოსახვევს ძალიან ნელი მარცხენა მოსახვევი მოჰყვება, რის შემდეგაც, ტრასა ჯერ დაღმართში მიდის, შემდეგ კი ისევ აღმართს ავუყვებით, სადაც აჩქარებას ვასწრებთ.

ამის შემდეგ ისევ მეტად ვიწრო, მარჯვენა მოსახვევში შევდივართ, სადაც ყველაფერს ვაკეთებთ რიტმის შესანარჩუნებლად. ამ მოსახვევს კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი იწყება, რომელიც ისევ აღმართს მიუყვება და ბოქსების გასწვრივ გავყავართ.

სულ ეს არის, წრე საკმაოდ მოკლეა, თუმცა მის კარგად გასავლელად, გვარიანი გარჯაა საჭირო.

No comments:

Post a Comment