ფეტელი ბოლომდე იბრძოლებს
Vettel Will Push for Title in Abu Dhabi
8 ნოემბერი
ბრაზილიაში გამარჯვების შემდეგ, სებასტიან ფეტელმა განაცხადა, რომ მიუხედავად ჩემპიონატის ლიდერ ფერნანდო ალონსოსთან სოლიდური ჩამორჩენისა, მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო წრემდე ბრძოლას აპირებს და იმედოვნებს, რომ საწადელს მიაღწევს. ბოლო ეტაპის წინ, ფეტელი ალონსოს 15 ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტიტულის მოსაპოვებლად, ფეტელს მარტო გამარჯვება არ ჰყოფნის.
სხვათა შორის, ქულების დარიცხვის ძველი სისტემითაც ასე იქნებოდა. მართალია, იმ სისტემით ალონსოსა და ფეტელს შორის სხვაობა 6 ქულა იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, გერმანელს ჩემპიონობისთვის მარტო თავისი გამარჯვება არ ეყოფოდა.
აბუ დაბიში გამარჯვების გარდა, ტიტულის დასაუფლებლად ფეტელს სჭირდება, რომ ალონსომ რბოლა მე-5 ადგილზე, ან უარეს პოზიციაზე დაასრულოს. გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს მის ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ უებერს, ვინც ჩემპიონი გახდება, თუ თავად მოიგებს და ალონსო ფინიშთან მეორე ვერ მივა. სწორედ მეორე ადგილია ის ქვედა ზღვარი, რომელიც ესპანელ პილოტს ნებისმიერ შემთხვევაში მოაპოვებინებს მესამე ტიტულს.
No comments:
Post a Comment