ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Tuesday, November 9, 2010

ბარიკელოს მომავალი ”უილიამსზეა” დამოკიდებული

Barrichello Says His Future Depends on Williams

9 ნოემბერი

ბრაზილიის დიდი პრიზის სენსაციის ავტორის, გერმანელი ნიკო ჰულკენბერგის მსგავსად, ”უილიამსში” დარჩენა არც ბრაზილიელ რუბენს ბარიკელოს აქვს გარანტირებული. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სპონსორული შემოსავლების შემცირების გამო, ფრენკ უილიამსი ეგრეთ წოდებული პაი პილოტის, კერძოდ კი სერია გრან პრი 2-ის ჩემპიონის, ვენესუელელი პასტორ მალდონადოს მიწვევას აპირებს.

და მაინც, ფორმულა 1-ის ყველაზე ხნიერი და გამოცდილი პილოტი ამბობს, რომ ის ”უილიამსთან” მუშაობის გაგრძელებას აპირებს და სურს, რომ ეს მუშაობა რამდენიმე წელს გაგრძელდეს.

”ჩემი მომავალი ”უილიამსზეა” დამოკიდებული. ჩვენ უკვე მომავალი სეზონის მანქანაზე ვმუშაობთ და მინდა, რომ ეს სამუშაო გავაგრძელო. აბუ დაბის შემდეგ კი ”პირელის” საბურავების ტესტირებას შევუდგებით”, - ამბობს რუბინიუ და დასძენს, რომ ვერ წარმოუდგენია საკუთარი თავი ფ1-ის გარეშე. თუმცა, იმასაც დასძენს, რომ შესაძლოა, მომავალი სეზონის რბოლებს ტელეეკრანით უყუროს.

სხვათა შორის, არაა გამორიცხული ასეთი ვარიანტიც: მალდონადოს ”უილიამსი” საკუთარი მფარველობის ქვეშ აიყვანს და რომელიმე სუსტ გუნდში მის დებიუტს უზრუნველყოფს, რის სანაცვლოდაც, ის ვენესუელური ნავთობკომპანიისგან სოლიდურ თანხას მიიღებს. სავარაუდოდ, ეს სუსტი გუნდი ”ისპანია რეისინგი” იქნება, რომელსაც ”უილიამსი” მომავალ სეზონში ტრანსმისიით უზრუნველყოფს. სამაგიეროდ, ფორმულა 1-ის მაჩანჩალამ, აბუ დანიში სეზონის შემდგომი ტესტებისთვის, მალდონადო უკვე მიიწვია.

და თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, მაშინ არაა გამორიცხული, რომ მომავალ სეზონში, ”უილიამსი” იმავე შემადგენლობით იასპარეზებს. თუ არა, დიდი შანსია იმისა, რომ გუნდმა პერსპექტიული ჰულკენბერგი დაიტოვოს. ბარიკელოს კი სხვა გუნდებში გადასვლის შანსიც აღარ მიეცემა, რადგან ვაკანსიები აღარავის აქვს და თუ აქვს, მხოლოდ გადამხდელი პილოტებისთვის, რომლებსაც ზურგს მდიდარი სპონსორები უჭერენ. თუმცა, არის კიდვ ერთი ვარიანტი და ამ ვარიანტს ”რენო” ჰქვია.

ფრანგულ გუნდში რუსი ვიტალი პეტროვის გამოსვლით უკმაყოფილონი არიან, თუმცაღა რუსი სპონსორების ხათრით, მის დათხოვნას არ ჩქარობენ. მაგრამ თუ ”რენო” გადაწყვეტს, რომ საკუთარი სახელი გუნდს აღარ გამოაყენებინოს, მაშინ შესაძლოა, ის ბრიტანულმა კომპანია ”ლოტუსმა” შეისყიდოს, იმ ”ლოტუსმა” რომელიც ლეგენდარული კოლინ ჩეპმენის მიერ შექმნილი საჯინიბოს პირდაპირი შთამომავალია და რომელიც ამ სახელის გამოყენებას მალაიზიელ მილიარდერ ტონი ფერნანდესს და მის გუნდს ეცილება...

და თუ ”ლოტუსი” მართლა დაბრუნდა (ამ შემთხვევაში, ახლანდელ ”ლოტუსს” სახელის გამოცვლა მოუწევს), მაშინ არაა გამორიცხული, რომ პეტროვის ნაცვლად, სწორედ ბარიკელო მიიწვიოს.

No comments:

Post a Comment