ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, November 7, 2010

რედ ბულ რეისინგი” ჩემპიონია!

ალონსომ კი ლიდერობა შეინარჩუნა

Brasilian Grand Prix

7 ნოემბერი

”რედ ბული ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობს. მარცხნიდან: ფეტელი, ქრისტიან ჰორნერი და უებერი
..............................

ბრაზილიის დიდ პრიზზე კონსტრუქტორთა პირველობის გამარჯვებული გაირკვა, პილოტების ჩემპიონის ვინაობას კი ერთ კვირაში, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპის შემდეგ გავიგებთ, რომელსაც აბუ დაბი უმასპინძლებს. ბრაზილიაში კი დამსახურებული გამარჯვება ”რედ ბულ რეისინგმა” იზეიმა, რომელმაც რბოლა დუბლით მოიგო და მეტოქეებისთვის მიუწვდომელი დარჩა.

ფინიშთან პირველი გერმანელი სებასტიან ფეტელი მივიდა, რომელმაც 4 წამით აჯობა თავის ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ უებერს და თითქმის 7 წამით - ჩემპიონატის ლიდერს, ”ფერარის” ესპანელ ფერნანდო ალონსოს. სწორედ ეს სამი პილოტი გაარკვევს აბუ დაბიში საუკეთესოს ვინაობას. მართალია, ჩემპიონობის თეორიულ შანსს ”მაკლარენის” ბრიტანელი ლუის ჰამილტონიც ინარჩუნებს, თუმცა ის საწადელს მხოლოდ მაშინ მიაღწევს, თუ პირველ სამს კატასტროფულად არ გაუმართლებს. და მაინც, გამორიცხული არაფერია, მითუმეტეს, ამ სეზონში...

ფეტელმა ამ სეზონში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ამ მაჩვენებლით უებერს გაუტოლდა
..............................

სხვათა შორის, 2004 წლის შემდეგ, პირველად მოხდა, რომ ბრაზილიაში ჩემპიონი არ გაირკვა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ალონსო თავის მესამე ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა. მართალია, მისმა უახლოესმა მდევარმა უებერმა ჩამორჩენა 11-დან 8 ქულამდე შეამცირა, მაგრამ ეს უკვე იმას ნიშნვს, რომ უებერს ჩემპიონობისთვის მარტო გამარჯვება არ ჰყოფნის. საწადლის მისაღწევად, მას სჭირდება, რომ თვითონ მოიგოს და ალონსო მეორეზე არ გავიდეს. ესპანელს კი მეორე ადგილიც ჰყოფნის. რაც შეეხება ფეტელს კი საქმე გაცილებით რთულად აქვს - ის ”ფერარის” პილოტს 15 ქულით ჩამორჩება და თავისი გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონი მხოლოდ მაშინ გახდება, თუ აბუ დაბიში ალონსო მე-5 ადგილზეც კი ვერ გავა.

გუნდურ ჩათვლაში, ”რედ ბულს” 469 ქულა დაუგროვდა, ”მაკლარენის” სათვალავში კი 421 ქულაა. იმის გათვალისწინებით, რომ ერთ რბოლაში მაქსიმუმ 43 ქულის აღებაა შესაძლებელი, ავსტრიული კომპანიის საჯინიბო ინგლისურისთვის მიუღწეველია.

”რედ ბულ რეისინგის” დუბლი
..............................

”შესანიშნავი დღეა. მთელი რბოლის განმავლობაში, მანქანამ კარგად იმუშავა. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით და ჩემით”, - განაცხადა ფეტელმა, ვინც ახლა ლიდერი იქნებოდა, კორეული რბოლის დროს, მისთვის ”რენოს” ძრავს რომ არ ეღალატა (რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ ის თავის ლიდერობას ბოლომდე შეინარჩუნებდა).

ფეტელმა ლიდერობა ხელთ სტარტზევე იგდო მას შემდეგ, რაც პოულის მფლობელ თანამემამულე ნიკო ჰულკენბერგს პირველივე მოსახვევამდე გაუარა. მის მაგალითს მალე უებერმაც მიბაძა და ორივე ”რედ ბული” მაშინვე დაწინაურდა. ჰამილტონმაც სცადა იგივე, მაგრამ სანამ პოულის მოულოდნელ მფლობელს გაასწრებდა, მეორე წრეზე, ერთ-ერთი მოსახვევის გავლისას შეცდა და ალონსოს გასწრების საშუალება მისცა. აქედან მოყოლებული, რბოლის ლიდერი მხოლოდ მაშინ შეიცვალა, როცა ფეტელმა ბოქსში რეზინის შესაცვლელად შეუხვია.

ფეტელმა უკვე გაასწრო ჰულკენბერგს, ჰამილტონი (ზედა მარჯვნივ) კი უებერს უტევს

..............................

რბოლის მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როცა მოულოდნელი ინტრიგა გაჩნდა - ავარია მოუვიდა ვიტანტონიო ლიუცის, რის გამოც ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. მისმა ტემპმა ”რედ ბულების” დიდი უპირატესობა გააქრო, თუმცა ტრასიდან მისი გასვლის შემდეგ, ორივემ სწრაფად აღადგინა წონასწორობა და ალონსოს მიახლოების საშუალება ფინიშამდე აღარ მისცა.

ბრაზილიის დიდი პრიზი

ინტერლაგუში. ტრასის სიგრძე 4.309 კმ, 71 წრე, დისტანცია 305.909 კმ

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:33:11.803

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) +00:04.243

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:06.807

4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:14.634

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:15.593

6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:35.320

7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:43.456

8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1 წრე

9. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1 წრე

10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1 წრე

11. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე

12. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1 წრე

13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1 წრე

14. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე

15. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1 წრე

16. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1 წრე

17. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1 წრე

18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 2 წრე

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 2 წრე

20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 2 წრე

21. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 2 წრე

22. კრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) 6 წრე

კ.გ. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 9 წრე

გ. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 26 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა, კ.გ. - კლასიფიკაციის გარეშე

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი 1:13.851, 66-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. ფერნანდო ალონსო - 246 ქულა; 2. მარკ უებერი - 238; 3. სებასტიან ფეტელი - 231; 4. ლუის ჰამილტონი - 222; 5. ჯენსონ ბატონი - 199; 6. ფელიპე მასა - 143; 7. ნიკო როსბერგი - 130; 8. რობერტ კუბიცა - 126; 9. მიხაელ შუმახერი - 72; 10. რუბენს ბარიკელო - 47; 11. ადრიან სუტილი - 47; 12. კამუი კობაიაში - 32; 13. ნიკო ჰულკენბერგი - 22; 14. ვიტანტონიო ლიუცი - 21; 15. ვიტალი პეტროვი - 19; 16. სებასტიან ბუემი - 8; 17. პედრო დ ლა როსა (ესპანთი, ზაუბერი) - 6; 18. ნიკ ჰაიდფელდი - 6; 19. ხაიმე ალგერსუარი - 3

კონსტრუქტორთა პირველობა

1. რედ ბულ-რენო - 469 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 421; 3. ფერარი - 389; 4. მერსედესი - 202; 5. რენო - 145; 6. უილიამს-კოსუორტი - 69; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 68; 8. ზაუბერ-ფერარი - 44; 9. ტორო როსო-ფერარი - 11

No comments:

Post a Comment