ჰამილტონმა ფავორიტები ჩამოიტოვა
Hamilton keeps title favourites behind him
12 ნოემბერი
აბუ დაბიში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონის ვინაობა უნდა გაირკვას, თუმცა თავისუფალ პრაქტიკაზე ყველა პრეტენდენტი ლუის ჰამილტონის ჩრდილში მოექცა, ვისაც ტიტულის მოპოვების თეორიული შანსი კი აქვს, თუმცა პრეტენდენტთა შორის თითქმის აღარავინ განიხილავს.
აბუ დაბის რბოლა დღის სინათლეზე იწყება და შებინდებულზე მთავრდება. შესაბამისად, პირველი თავისუფალი პრაქტიკაც დღისით ჩატარდა, მეორე კი - საღამოს, ხელოვნური განათების შუქზე. მაგრამ სიბნელის მიუხედავად, მეორე სესიის შედეგები პირველისას თითქმის სამი წამით სჯობდა.
პირველ სესიაზე უსწრაფესი სებასტიან ფეტელი იყო, რომელმაც აბუ დაბის შარშანდელი რბოლა მოიგო. თუმცა მეორეზე მან ადგილი ჰამილტონს გაუცვალა. სხვათა შორის, თუ ფეტელი ტიტულს დაეუფლა, ის ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგზარდა ჩემპიონი იქნება. ამჟამად ის 23 წლისაა.
ნარბოლევს ჰამილტონი კმაყოფილი ჩანდა და ამის მიზეზი ის კი არ იყო, რომ ცხრილს სათავეში მოექცა, არამედ ის, რომ თავისი მანქანით ძალიან კმაყოფილი დარჩა:
”ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ. უკანა ფრთის მოდერნიზაცია ადრე ჩავატარეთ, მაგრამ სუძუკაზე ის შათანადოდ არ მუშაობდა. რეალურად, მას ვერც ვიყენებდით. არადა, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. აქ კი, როგორც იქნა, ეს ფრთა ამუშავდა, რაც ძალიან მახარებს. მანქანა ძალიან სწრაფია და მე მისგან შესაძლებლობის 120 პროცენტი გამოვწურე. მართალია, ”რედ ბული” კვალიფიკაციაზე ალბათ ნახევარი წამით სწრაფი იქნება, მაგრამ ახლა მათტან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე აქამდე”, - ამბობს ჰამილტონი.
ორი პრაქტიკის ჯამში, მესამე უსწრაფესი ფერნანდო ალონსო იყო, ვისაც ჩემპიონობაში ხელს ვერავინ შეუშლის, თუ რბოლას მეორე ადგილზე დაასრულებს. მეოთხე შედგს კი მისი მთავარი კონკურენტი მარკ უებერი დასჯერდა. სესიებს შორის, ავსტრალიელის მანქანაზე ძრავი გამოცვალეს, თუმცა მან განაცხადა, რომ ეს გეგმიური შეცვლა იყო.
აბუ დაბის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:42.760
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:43.369
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:43.785
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:43.840
5. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:44.080
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:44.121
7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:44.199
8. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:44.604
9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:44.718
10. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1:44.737
11. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:45.160
12. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:45.445
13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:45.474
14. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:45.552
15. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:45.585
16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:46.003
17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:46.644
18. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:47.105
19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:48.450
20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:48.472
21. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:49.375
22. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:49.590
23. კრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) 1:50.274
24. ფაირუზ ფაუზი (მალაიზია, ლოტუსი) 1:51.705
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:40.888
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:41.145
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:41.314
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:41.315
5. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:41.576
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:41.583
7. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:42.096
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:42.132
9. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:42.203
10. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:42.222
11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:42.246
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:42.449
13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:42.535
14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:42.768
15. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:42.914
16. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1:42.950
17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:43.128
18. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:43.584
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:45.180
20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:45.259
21. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:45.612
22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:46.053
23. კრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) 1:47.210
No comments:
Post a Comment