ოპტიმისტი რაიკონენი
Kimi Raikkonen
12 სექტემბერი
ბელგიური ეტაპის გამარჯვებული კიმი რაიკონენი იტალიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე მესამე შედეგს დასჯერდა და რბოლის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი. მის ოპტიმიზმს კი საფუძვლად ის გარემოება უდევს, რომ სავსე ავზით ”ფერარი” უკეთესია, ვიდრე დაცარიელებულით...
”ჩვენი მანქანა კვალიფიკაციაზე იდეალურად არ მუშაობს. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საწვავის სასტარტო რაოდენობით ის უკეთესია, ვიდრე ცარიელი ავზებით. მეორე სესიაზე, როცა ავზები ცარიელია, მეტოქეებთან ბრძოლა მიჭირს, პირველსა და მესამეზე კი ჩვენი ბრძოლისუნარიანობა იზრდება. გვაქვს პრობლემები, რომელთა გადაჭრაც ჯერჯერობით არ გამოგვდის, მაგრამ ამ უქმეებზე საქმე არც ისე ცუდად მიდის.
დღევანდელი კვალიფიკაცია ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ხვალ საშინაო რბოლა გვაქვს და ვიმედოვნებ, დღეს მოპოვებული პოზიცია რბოლაში გამომადგება. მჭიდრო ბრძოლას ველი და ვიმედოვნებ, რომ კვარცხლბეკზე ასვლას შევძლებ. ვიცით, რომ რბოლისას მანქანა უფრო კონკურენტუნარიანია, ვიდრე კვალიფიკაციაზე. მესამე პოზიციიდან სტარტი კი გარკვეულ შანსს გვაძლევს. მოკლედ, ყველაფერს ვიღონებ, რომ ხვალ იტალიელი მაყურებელი გავახარო”, - ამბობს რაიკონენი.
No comments:
Post a Comment