ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, July 12, 2009

ჰამილტონის მოულოდნელი გაბრწყინება

Formula 1

10 ივლისი

პარასკევის თავისუფალმა პრაქტიკებმა მოულოდნელი შედეგები მოგვცა - ჯერ იყო და, პირველი სესია მარკ უებერმა მოიგო, მეორეზე კი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა იმარჯვა. თითქოს, ჩემპიონის საუკეთესო შედეგში გასაკვირი არაფერი უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ უკვე ოთხი ეტაპია, ”მაკლარენის” პილოტები ქულის აღებას ვერ ახერხებენ, ჰამილტონს კი პრაქტიკაზე საუკეთესო შედეგი ბოლოს აპრილში, ბაჰრეინის დიდ პრიზზე ჰქონდა.

არც ის დავივიწყოთ, რომ პარასკევის პრაქტიკებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ძლიერი გუნდები ასეთ ვარჯიშებს რბოლისა და კვალიფიკაციისთვის მოსამზადებლად იყენებენ ხოლმე. ისიც აშკარაა, რომ ჰამილტონის შემდეგი სამი ადგილი ლიდერი გუნდების პილოტებმა დაიკავეს. თანაც, როგორც ირკვევა, გერმანული ეტაპისთვის, ”მაკლარენმა” რამდენიმე სიახლე მოამზადა, რომლებიც გუნდმა ჯერ მხოლოდ ჩემპიონის ბოლიდზე გამოიყენა.

და მაინც, მოულოდნელმა გაელვებამ ჰამილტონს ილუზიები არ შეუქმნა. ”რა თქმა უნდა, მოწინავეთა რიგებში დაბრუნებამდე ჯერაც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მანქანაზე რამდენიმე სიახლე გვაქვს. ამ შედეგით ჩვენ დავრწმუნდით, რომ სწორ გზას ვადგავართ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი გუნდის ბიჭების თავდადებული შრომა. აქ მითხრეს, რომ ერთ-ერთმა მათგანმა შეუსვენებლად 36 საათი იმუშავა იმისათვის, რომ დღეს ჩემს მანქანას ახალი დეტალები ჰქონოდა. ეს ნამდვილი სასწაულია. პროგნოზები არ მჩვევია, მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი - კმაყოფილი დავრჩები, თუ კვალიფიკაციის მესამე ნაწილში გამოსვლას შევძლებ”, - ამბობს ჰამილტონი, ვის მანქანასაც ახალი ძირი და რამდენიმე ახალი აეროდინამიკური ელემენტი აქვს.

კვლავ აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ექვსეულში მოხვდა ”ფორს ინდიას” პილოტი - ამჯერად გერმანელი ადრიან ზუტილი. პირველ სესიაზე მეხუთე ფიზიკელა იყო, მაგრამ მეორეზე მას პრობლემები შეექმნა და მხოლოდ სამი წრის გავლა შესძლო. სამაგიეროდ, ამჯერად ზუტილმა ივარგა, ვინც უკან ”ბრაუნის” რუბენს ბარიკელო ჩამოიტოვა.

კვალიფიკაციაზე კი სულ სხვა შედეგებს უნდა ველოდოთ...

მეორე თავისუფალი პრაქტიკის შედეგები

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენ-მერსედესი) 1:32.149

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:32.331

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ-მერსედესი) 1:32.369

4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბულ-რენო) 1:32.480

5. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:32.511

6. ადრიან ზუტილი (გერმანია, ფორს ინდია-მერსედესი) 1:32.585

7. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ-მერსედესი) 1:32.664

8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:32.774

9. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:32.872

10. ნელსინიუ პიკე (ბრაზილია, რენო) 1:32.992

11. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:33.012

12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:33.052

13. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:33.128

14. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:33.161

15. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 1:33.172

16. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:33.182

17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენ-მერსედესი) 1:33.724

18. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო-ფერარი) 1:33.903

19. სებასტიან ბურდე (საფრანგეთი, ტორო როსო-ფერარი) 1:34.025

20. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფორს ინდია-მერსედესი) 1:38.877

No comments:

Post a Comment