ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, July 16, 2009

ტორო როსომ” ბურდე გაუშვა

Sebastien Bourdais

16 ივლისი

”სკუდერია ტორო როსომ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ გერმანიის დიდი პრიზის შემდეგ, გუნდიდან ფრანგი სებასტიან ბურდე დაითხოვა. გუნდის შეფმა ფრანც ტოსტმა განაცხადა, რომ ბურდემ ვერ გაამართლა გუნდის იმედები და ამის გამო, უნგრეთის დიდ პრიზზე ის მის ნაცვლად სხვა პილოტი იასპარეზებს.

”უკვე მეორე სეზონია, სებასტიანი ვერაფრით ამართლებს ჩვენს მოლოდინს, რის გამოც, ჩვენ მომდევნო ეტაპიდან მისი შეცვლა გადავწყვიტეთ”, - განაცხადა ტოსტმა, ვისაც არ დაუზუსტბია, თუ ვინ შეცვლის ჩემპ ქარის სერიის ოთხგზის ჩემპიონს. კულუარებში მოარული ხმებით, უნგრეთის დიდ პრიზზე ”ტორო როსოს” მეორე ბოლიდის მონოპოსტს 19 წლის ესპანელი ხაიმე ალგერსუარი დაიკავებს, ვინც გუნდის სათადარიგო პილოტი რამდენიმე დღის წინ გახდა. ალგერსუარი ფორმულა ”რენოს” მსოფლიო სერიაში მონაწილეობს, რომლის მორიგი ეტაპიც ამ უქმეებზე ბურდეს მშობლიურ ლე მანში გაიმართება.

თუ უნგრეთის დიდ პრიზზე ”ტორო როსოს” მეორე მანქანის საჭესთან ალგერსუარი ვიხილეთ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ის ფორმულა 1-ის ისტორიაში, ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახდება. უნგრეთის დიდი პრიზის დროს ის 19 წლის და 125 დღის იქნება. ცნობისათვის, აქამდე ფ1-ის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილის წოდება ახალზელანდიელ მაიკ ტაკუელს ეკუთვნოდა, რომლის დებიუტიც 1980 წლის კანადის დიდ პრიზზე, 19 წლისამ და 183 დღისამ მიიღო მონაწილეობა.

ბურდეს დებიუტი ფორმულა 1-ში შარშან, ”ტორო როსოში” შედგა და თითქოს, წარმატებულიც გამოდგა - ფრანგმა პილოტმა, მიუხედავად იმისა, რომ ფინიშამდე სამი წრით ადრე, ძრავი დაუზიანდა, რბოლა ქულებში (მერვე ადგილზე) დაასრულა. თუმცა, ამის შემდეგ თავი ვერაფრით გამოიჩინა და დღემდე მხოლოდ 6 ქულა აქვს დაგროვებული. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამ სეზონში მას აშკარად სჯობნის დებიუტანტი თანაგუნდელი, შვეიცარიელი სებასტიან ბუემი, ვისთანაც კვალიფიკაციებზე დაკავებული ადგილების მიხედვით, 7:2-ს აგებს.

ინგლისურ ჟურნალ ”ავტოსპორტის” ინფორმაციით, ბურდემ განაცხადა, რომ იურისტებთან კონსულტაციებს გაივლის და შემდეგ გადაწყვეტს, შეიტანოს თუ არა სასამართლოში ”ტორო როსიზე” სარჩელი. ფრანგი თვლის, რომ გუნდმა მასთან გაფორმებული კონტრაქტი უსამართლოდ დაარღვია.

ბურდესთვის გუნდიდან გაშვება განსაკუთრებით მტკივნეულია იმის გამოა, რომ უნგრეთში ”ტორო როსო” მოდერნიზებული მანქანების გამოყვანას აპირებს. ”დარწმუნებული ვარ, ჩემთვის ამ ახალი მანქანით გამოსვლის საშუალება რომ მოეცათ, ღირსეულ შედეგს ვაჩვენებდი”, - ამბობს ბურდე, ვინც თავის ქომაგს ჰპირდება, რომ აუცილებლად ეცდება ფორმულა 1-ში კარიერის გაგრძელებას.

No comments:

Post a Comment