ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, July 16, 2009

ტოდტი FIA-ს პრეზიდენტობას აპირებს

Jean Todt

16 ივლისი


”ფერარის” ყოფილმა შეფმა, ფრანგმა ჟან ტოდტმა დაადასტურა, რომ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტობაზე კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებს. ერთი დღით ადრე, ფედერაციის ახლანდელმა პრეზიდენტმა მაქს მოსლიმ განაცხადა, რომ თავის პოსტზე საუკეთესო კანდიდატად ტოდტი მიაჩნია.

პრეზიდენტის არჩევნები 23 ოქტომბერს უნდა გაიმართოს და მასზე, პრეზიდენტობის კიდევ ერთი დეკლარირებული კანდიდატი, რალის ყოფილი (1981 წლის) მსოფლიო ჩემპიონი, ფინელი არი ვატანენია.

”როცა გავიგე, რომ მაქს მოსლი აღარ აპირებს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას და ჩემს კანდიდატურას უჭერს მხარს, მაშინვე წერილები დავუგზავნე ფედერაციის ყველა წევრს და შევატყობინე, რომ პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენება მაქვს გადაწყვეტილი. მინდა, გავაგრძელო ის დიდი საქმე, რომელიც მოსლიმ 16 წლის წინ წამოიწყო და დღემდე აგრძელებს. მისი ძალისხმევით, ფედერაცია მსოფლიო ავტოინდუსტრიის ხმად მოგვევლინა, რომელიც აქტიურად უწევს პროპაგანდას საგზაო უსაფრთხოებასა და იბრძვის ეკოლოგიის გასაუმჯობესებლად. ავტოსპორტი კი მისი მმართველობის პერიოდში არნახულად პოპულარული გახდა”, - ნათქვამია ტოდტის წერილში.

იმავე მიმართვაში, ფრანგი მენეჯერი თავის თანაშემწეებსაც ასახელებს. ავტომობილიზმის საკითხებში ფედერაციის მოადგილის პოსტზე ის ახალი ზელანდიის საავტომობილო ასოციაციის შეფის, ბრაიან გიბსონის კანდიდატურას ასახელებს. სპორტულ საკითხთა კურატორად კი ბრიტანეთის ავტოსპორტის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარის, გრემ სტოუკერის დანიშვნას აპირებს. ფედერაციის სენატის ხელმძღვანელად მას აშშ-ის ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტ ნიკ ქროუს დანიშვნა სურს. დღეისათვის ქროუ FIA-ს პრეზიდენტის მოადგილეა სპორტის საკითხებში.

ცნობისათვის, ფორმულა ერთის გუნდებს სურთ, რომ ფედერაციის პრეზიდენტი ნეიტრალური პიროვნება გახდეს, ისეთი, რომელსაც ადრე არცერთ გუნდთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. ტოდტი კი თავისი წარსულის გამო, ამ მოთხოვნას ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს - როცა ის ”ფერარის” შეფი იყო, ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ გუნდის ინტერესებს სპორტისაზე წინ აყენებდა.

”ფერარიში” გადასვლამდე, ტოდტი ”პეჟოს” სპორტულ გუნდს ჯერ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ხელმძღვანელობდა, შემდეგ ლე მანის 24-საათიან რბოლაზე და ბოლოს, პარიზი-დაკარის რალი მარათონზე. სამივეგან ფრანგული კომპანიის საქარხნო გუნდი მწვერვალზე ავიდა, რის შემდეგაც ტოდტი მარანელოელებმა გადაიბირეს. მისი ხელმძღვანელობით კი მიხაელ შუმახერი ხუთჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

No comments:

Post a Comment