ბერნი კორეაზე ეჭვობს
Ecclestone casts doubt on Korean Grand Prix
26 სექტემბერი
ფორმულა ერთის მიმდინარე სეზონი დასასრულისკენ მიდის და კორეის დიდი პრიზის გამართვის დროც ახლოვდება. დიდი პრიზების ცირკისთვის სრულიად ახალ ეტაპამდე მხოლოდ ერთი, იაპონური დიდი პრიზიღა რჩება გასამართი, კორეულ ტრასას კი საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) საბოლოო ინსპექცია ჯერაც არ გაუვლია.
ბუნებრივია, გაჩნდა ვარაუდი იმისა, რომ შესაძლოა, კორეული რბოლა საერთოდაც არ ჩატარდეს და მაშინ, სეზონის ბოლომდე მხოლოდ სამი ეტაპიღა დარჩება. კარგა ხანს, ამ ვარაუდს დაჟინებით უარყოფდა ბერნი ეკლსტოუნი (სურათზე), მაგრამ სინგაპურში მან განაცხადა, რომ კორეის ეტაპს ჩაშლა ემუქრება.
”რა თქმა უნდა, ცუდ მდგომარეობაში ვართ. კორეულ ტრასას ინსპექცია დაახლოებით ექვსიმკვირის წინ უნდა ჩატარებოდა, მაგრამ აქამდე იქ არავინ გაგვიგზავნია. საერთოდ, ახალ ტრასას ინსპექცია რბოლამდე სამი თვით ადრე უნდა ჩატარებოდა, მაგრამ ამჯერად ასე არ მოხდა. ახლა საკითხი ასე დგას - გავაუქმოთ ეს ეტაპი, თუ არა. ისინი გვეუბნებიან, რომ ყველაფერი რიგზეა. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება”, - ბიბისისთან საუბრისას განაცხადა ეკლსტოუნმა.
No comments:
Post a Comment