ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, September 25, 2010

ალონსომ ზედიზედ მეორე პოული მოიპოვა

Alonso secures pole position in Singapore

25 სექტემბერი

როცა ამბობს, რომ საჩემპიონო ტიტულისთვის იბრძვის, ფერნანდო ალონსომ იცის, რომ ამის სრული საფუძველი გააჩნია. სხვა თუ არაფერი, ბოლო ოთხ რბოლაში მან ყველაზე მეტი ქულა დააგროვა და სწორედ ამის წყალობით დაბრუნდა ტიტულის მაძიებელთა სიაში. ამ სიაში ახლა ხუთი პილოტია და მიუხედავად იმისა, რომ ალონსო ამ ხუთეულის შუაში იმყოფება, ბოლო ეტაპებზე მისი გამოსვლები აშკარად მიგვანიშნებს, რომ სეზონის მიწურულს, ის ერთ-ერთ ფავორიტად მოგვევლინა.

სინგაპურის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე, ესპანელმა პილოტმა სულ რაღაც 0.067 წამით აჯობა ამ სეზონის კვალიფიკაციების ჩემპიონ სებასტიან ფეტელს. ალონსომ ამ სეზონში ზედიზედ მეორე პოული მოიპოვა და მთავარ რბოლაშიც გასამარჯვებლადაა მობილიზებული. თუ ეს შეძლო, ზედიზედ მეორე დუბლი გამოუვა და არაა გამორიცხული, რომ ჩემპიონატის ლიდერიც გახდეს. თუმცა, ამისათვის საჭირო იქნება, რომ ჩემპიონატის ლიდერმა მარკ უებერმა მეშვიდე ადგილზე მაღლა ვერ დაიკავოს ადგილი. ამასთან, ლუის ჰამილტონმაც მეექვსე ადგილზე უკეთესი ფინიში ვერ უნდა შეძლოს.

”ჩემი სწრაფი წრით კმაყოფილი დავრჩი, თუმცა იმ მომენტში ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ეს პოულისთვის იქნებოდა საკმარისი, მეორე ადგილისთვის, თუ მეოთხესთვის. ფაქტია, რომ მანქანისგან მისი შესაძლებლობების 100 პროცენტი გამოვწურე. ძალიან ძნელი კვალიფიკაცია იყო. წვიმის შემდეგ, ტრასა გვიან გაშრა და ამან საქმე გაგვირთულა. ყველაფერთან ერთად, საბურავების ორივე კომპლექტმა კარგად იმუშავა”, - ნარბოლევს განაცხადა ალონსომ.

ფეტელი სამივე პრაქტიკაზე უსწრაფესი იყო და ისე ჩანდა, რომ კვალიფიკაციასაც ის მოიგებდა, მაგრამ ბოლოს ალონსომ აჯობა. რბოლის შემდეგ ის წუწუნებდა, რომ რიტმში შესვლა დაუსრულებელი ტრეფიკის გამო ვერ მოახერხა და პოულიც ამიტომ ვერ მოიპოვა. გერმანელის თქმით, ბოლო სწრაფ წრეზე გასვლამდე, წინ მიმავალი მანქანა საკმაო დისტანციაზე არ გაუშვა - არ მინდოდა, საბურავები გაგრილებულიყოო. ჰოდა, მარცხის მიზეზადაც სწორედ ეს გარემოება დაასახელა. მის წინ მიმავალი კი მიხაელ შუმახერი იყო, რომელსაც ფეტელი მეოთხე მოსახვევში გადაეყარა.

ფეტელი რბოლისთვის ოპტიმისტურადაა განწყობილი, თუმცა ისიც ფაქტია, რომ სინგაპურის ქუჩებში გასწრება საკმაოდ ძნელია. სხვათა შორის, ორი წლის წინ, ალონსომ სინგაპურის პირველი დიდი პრიზი მოიგო, შარშან კი იქ ჰამილტონმა გაიმარჯვა. ამჯერად ”მაკლარენის” ბრიტანელი პილოტი ალონსოს სულ რაღაც 0.114 წამით ჩამორჩა და მესამე ადგილს დასჯერდა. მიუხედავად იმისა, რომ რბოლის წინა რიგიდან დაწყების საშუალება არ ექნება, ის მაინც კმაყოფილი დარჩა. ”არც ისე ცუდი საკვალიფიკაციო სესია იყო. ყოველ შემთხვევაში, საწუწუნო არაფერი მაქვს. მანქანა კარგად მუშაობს. იმედია, ხვალაც ასე იქნება და ბრძოლის საშუალება მომეცემა”, - განაცხადა ჰამილტონმა.

პირველი სესიის დროს, გადაცემათა კოლოფის ელექტრონული სისტემა დაუზიანდა ალონსოს ბრაზილიელ თანაგუნდელ ფელიპე მასას, რომელმაც სწრაფი წრის გავლაც კი ვერ მოასწრო და ამიტომ, სტარტს ბოლო ადგილიდან აიღებს. მსგავსი პრობლემაი, ოღონდ ძრავზე, ალონსოსაც შეექმნა, თუმცა მისი გამოსწორება ბოქსებიდანვე მოხერხდა.

სინგაპურის დიდი პრიზი

კვალიფიკაციის შედეგები

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:45.390

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:45.457

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:45.571

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:45.944

5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:45.977

6. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:46.236

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:46.443

8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:46.593

9. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:46.702

10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:47.884

- - - - - - - - - -

11. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:47.666

12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:47.674

13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:48.165

14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:48.502

15. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1:48.557

16. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:48.899

17. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:48.961

- - - - - - - - - -

18. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:50.721

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:50.915

20. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:51.107

21. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:51.641

22. კრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) 1:52.946

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:54.174

24. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) დროის გარეშე

No comments:

Post a Comment