ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, September 4, 2010

ფორმულა 1-ში შეიძლება ტურბოძრავები და გრაუნდ ეფექტი დააბრუნონ

Ground effect, turbos set for F1 return

4 სექტემბერი

შესაძლოა, 2013 წლიდან ფორმულა 1-ში ტურბოძრავები და ეგრეთ წოდებული გრაუნდ ეფექტის მქონე აეროდინამიკური ელემენტები დაბრუნდეს. ერთი წლით ადრე იწურება თანხმობის ხელშეკრულების და მიმდინარე ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების ვადა და მსოფლიო ჩემპიონატის გუნდბი უკვე მუშაობენ ამ ორი დოკუმენტის ახალ ვერსიაზე.

მათ შორის მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება და როგორც ჩანს, ისინი შეთანხმდებიან იმაზე, რომ მოიხსნას აკრძალვა გრაუნდ ეფექტზე და ტურბოძრავებზე. მოლაპარაკების დროს, გუნდების უმთავრესი საერთო მიზანი ისაა, რომ გატარებულმა ცვლილებებმა, რბოლების სანახაობრივი მხარის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი, ფორმულა 1 კი გარემოსადმი მეგობრული გახდეს.

ტექნიკური რეგლამენტის ძრავების თავში მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, სტანდარტული გახდება 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო აგრეგატები. ენერგეტიკულ დანადგარში, შიდაწვის ძრავის გარდა, სხვადასხვა სახის წყაროდან ენერგიის მიღების აგრეგატები გაერთიანდება, რომელთა შორისაც მთავარი კერს-ი (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) იქნება. აგრეგატის ჯამური სიმძლავრე მაქსიმუმ 650 ცხენის ძალა უნდა იყოს. ამასთან, გუნდებს თითო პილოტზე, სეზონში მხოლოდ ხუთი ძრავის გამოყენების უფლება ექნებათ. შეიზღუდბა საწვავის მოხმარებაც - გუნდებს რბოლაში ყოველ პილოტზე გამოსაყენებელი საწვავის ლიმიტი დაუწესდებათ.

რაც შეეხება შასის, სარბოლი ბოლიდების ამ ძირიათადი ელემენტის რეგლამენტის შესამუშავებლად, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, მჭიდროდ თანამშრომლობენ ”უილიამსის” თანამფლობელი პატრიკ ჰედი და ”ფერარის” ყოფილი ინჟინერი რორი ბირნი. მათ მიზანს, შასის რეგლამენტის ახალი კონცეპციის შემუშავებაა.

გუნდებს სურთ, ახალ მანქანებს ისეთი აეროდინამიკა ჰქონდეთ, რომ რბოლისას გასწრება უფრო გაადვილდეს. პირველ რიგში, ეს რბოლების სანახაობრივი მხარის გასაუმჯობესებლად კეთდება. მათი აზრით კი, ამ საქმეში ყველაზე კარგი სამსახურის გაწევა გრაუნდ ეფექტს შეუძლია.

ცნობისათვის, გრაუნდ ეფექტი აეროდინამიკური ეშმაკობაა, რომელიც მანქანის ქვეშ გაუხშოებულ არეს წარმოქმნის, რაც გზის საფართან მისი ჩაჭიდულობის გაუმჯობესებას ემსახურება. მსგავსი ეფექტი პირველად ”ლოტუსმა” და მისმა გენიალურმა დამაარსებელმა კოლინ ჩეპმენმა შეიმუშავეს, თუმცა ეს ეფექტი მანქანების უსაფრთხოებასაც აუარესებდა, რის გამოც, ის აიკრძალა. თუმცა, დღეს ყველა გუნდი სხვა პრინციპით მოქმედ გრაუნდ ეფექტს მაინც იყენებს - თუ ”ლოტუსის” პრინციპი მანქანის ქვეშ გაუხშოებულ არეს ეყრდნობოდა, ახლანდელი სისტემები მანქანის ქვეშ მოძრავი ჰაერის ნაკადის სიჩქარის გაზრდას ცდილობენ (აწეული ცხვირი სწორედ ამას ემსახურება), რისი შედეგიც პირველი სისტემის ანალოგიურია. სხვათა შორის, ასეთი სისტემა პირველად ”ტირელმა” და მისმა ასევე შესანიშნავმა ინჟინერმა, ჰარვი პოსტლტუეიტმა შეიმუშავეს.

მაიკლის თქმით, ყურადღება ექცევა სარბოლი ავტომობილების უსაფრთხოებასაც. კერძოდ, უნდა გაუმჯობესდეს მათი წინა ნაწილების დარტყმისადმი მედეგობა, რისთვისაც, მანქანის კონსტრუქციაში, მნიშვნელოვნად დაგრძელდება მისი რადიატორების სეგმენტების სიგრძე. მათი კონსტრუქციის წინა ნაწილი კი წინა ბორბლებამდე მიაღწევს.

No comments:

Post a Comment