ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Wednesday, September 1, 2010

ჰამილტონი კიდევ ერთი ისტორიული რბოლის მოგებას აპირებს

Hamilton eyes 'full set' of historic wins

1 სექტემბერი

ლუის ჰამილტონი იმედოვნებს, რომ ერთ კვირაში იტალიის დიდ პრიზსაც მოიგებს და ამით, ფორმულა 1-ის ყველაზე ძველი და პოპულარული ოთხივე რბოლის გამარჯვებულის ტიტულს დაეუფლება. ”მაკლარენის” ბრიტანელ პილოტს ორი წლის წინ, მონაკოს და სილვერსტოუნის რბოლები აქვს მოგებული, სულ ახლახანს კი ბელგიის სპაზეც გაიმარჯვა. ამგვარად, მისი პრიზების გალერეას ერთი დიდი რბოლის - იტალიის დიდი პრიზის გამარჯვებულის თასიღა აკლია.

”მე ამ ოთხ რბოლას ყოველთვის განსაკუთრებულად ვაფასებდი. ისინი სხვებზე მნიშვნელოვანი და სასურველია. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, დევიდ კულტჰარდი ამბობდა, ის ამაყობს, რომ ეს ოთხი რბოლა აქვს მოგებული, რადგან მათი საშუალებით, ის რაღაცით სპორტის ისტორიის ნაწილი გახდა. მე კარგად ვიცი, რასაც ის გულისხმობდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს ოთხი ტრასა განსაკუთრებულია. აქ ყოველთვის ფიქრობ წარსულის დიდ რბოლებსა და მათს გამარჯვებულებზე”, - საკუთარ ვებსაიტზე წერს ჰამილტონი.

”სპა ფორმულა 1-ის ისტორიის განსაკუთრებული ნაწილი, ნამდვილი გიგანტია. მას ყველა იმ პილოტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომლებსაც აქ თუნდაც ერთხელ მაინც უასპარეზიათ. ახლა კი მონცას ჯერია. იქ მხოლოდ მოსაგებად ჩავდივარ და თუ ეს შევძელი, ჩემპიონატში ლიდერის პოზიციას კიდევ უფრო გავიმყარებ. ჩვენი მანქანა მონცაზეც სწრაფი იქნება, მაგრამ ხომ იცით, ჩვენს სპორტში გარანტირებული არაფერია”, - დასძენს მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი.

ცნობისათვის, ჰამილტონმა ბელგიის დიდი პრიზი ორი წლის წინაც მოიგო, მაგრამ კიმი რაიკონენთან მომხდარი ინციდენტის გამო, რბოლის შემდეგ ის გამარჯვება გაუუქმდა. რაც შეეხება მონაკოსა და სილვერსტოუნზე გამარჯვებებს, ისინი მან წვიმიან ამინდში მოიპოვა. როგორც თავად ამბობს, ეს ორი გამარჯვება ყველაზე გამორჩეულია მის კარიერაში.

No comments:

Post a Comment