ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Tuesday, September 7, 2010

მონცას ერთი წრე ფეტელთან ერთად

Italian Grand Prix

7 სექტემბერი

სებასტიან ფეტელი იტალიის შარშანდელ დიდ პრიზზე ასპარეზობისას

..............................

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ, მე-14 ეტაპს მილანის ჩრდლოეთით, 20 კილომეტრში მდებარე ქალაქ მონცას ავტოდრომი უმასპინძლებს. ამ ტრასაზე მეგზურობას კი, ისევე როგორც ბელგიის სპაზე, ”რედ ბულ რეისინგის” გერმანელი პილოტი, სებასტიან ფეტელი გაგვიწევს, ვინც ერთ წრეს, თავისი გუნდის სუპერთანამედროვე სიმულატორით, ჩვენთან ერთად გაივლის:

”მონცა ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია. სისწრაფე და ტიფოზები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიან. სხვა თუ არაფერი, პირველი გამარჯვება სწორედ აქ მოვიპოვე. აქაური წრის სიგრძე 5.8 კილომეტრია, სულ 53 წრე უნდა გავიაროთ, რაც 307 კილომეტრია. ტრასას ოთხი ჩქაროსნული სწორი მონაკვეთი. ორი ნელი მოსახვევი და გასწრებისთვის ორი იდეალური ადგილი აქვს.მაქსიმალური სიჩქარე 351 კმ/სთ-ს აღწევს.

ვუახლოვდებით პირველ მოსახვევს, რომელიც მარჯვენა და მარცხენა მოსახვევების კომბინაციაა. აქ აუცილებელია ბორდიურების აქტიურად გამოყენება, შემდეგ კი აჩქარების დრო დგება. საერთოდ, მონცა ძველი ტრასაა, რომელსაც უამრავი ტრადიცია აქვს და ამას ასფალტზე არსებული უამრავი ბორცვიც გვაგრძნობინებს.

მეორე შიკეინის წინ, კვლავ მკვეთრად ვამუხრუჭებთ და გადაცემის მეორე საფეხურზე გადავდივართ. ამჯერად ჯერ მარცხენა მოსახვევს ვუტევთ, შემდეგ კი - მარჯვენას. რა თქმა უნდა, აქაც ბორდიურებს ვიყენებთ...

ამას მოჰყვება ორი მარჯვენა მოსახვევი. მათგან პირველი საკმაოდ ჩქაროსნულია და მას მეოთხე საფეხურით გავდივართ. სხვათა შორის, ეს საკმაოდ რთული მოსახვევია - მონცაზე მანქანებს მინიმალური აეროდინამიკური დატვირთვა აქვს, რათა მაქსიმალურ სიჩქარეს მივაღწიოთ, ეს კი ზოგიერთ მოსახვევში საკმაო პრობლემას ქმნის. გავივლით მეორე მოსახვევსაც და ისევ აჩქარებას ვიწყებთ...

შემდეგ კი ისევ შიკეინი გველის, რომელსაც ვარიანტე ასკარი ჰქვია. ჯერ მარცხენა ბორდიურს ვუტევთ, გავივლით მარჯვენა მოსახვევსაც და მალე ბოლო მარცხენა მოსახვევის ჯერიც დგება. აქ მეოთხე საფეხურით შევდივართ, შემდეგ მეხუთე, მეექვსე და... ისე, ფიზიკური დატვირთვების მხრივ, მონცა საკმაოდ იოლი ტრასაა.

ბოლო მოსახვევს, ლეგენდარულ პარაბოლიკას მესამე საფეხურით ვიწყებთ, მეოთხეში ვრთავთ და აჩქარებას ჩვეულებრივზე ადრე ვიწყებთ, რათა გამოსასვლელში მაქსიმალური სიჩქარე ავკრიფოთ. ვუახლოვდებით ფინიშის ხაზს... სულ ეს იყო, იმედია, მოგეწონათ”.

No comments:

Post a Comment