ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Wednesday, September 22, 2010

ძრავების ლიმიტის ფაქტორი უებერის მხარეზეა

Mark Webber Has Engine Advantage in the Title Fight

22 სექტემბერი

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის დამამთავრებელ ფაზაში გადავიდა, კალენდარში უკვე აღარ დარჩა გასამართი ევროპული ეტაპები. დიდი პრიზების ქარავანმა აზიას მიაშურა, სადაც სინგაპურის ქუჩებში, ღამის რბოლას გამართავს. ახლა უკვე, ყველა ქულას შეიძლება ოქროს ფასი ჰქონდეს და ბუნებრივია, პილოტების მთავარი ამოცანა იქნება, რომ დარჩენილ რბოლებში შეცდომის დაშვებას მოერიდონ.

მაგრამ საქმეში ერთვება გარემოება, რომელიც ალბათ, ტიტულისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ეს არის ძრავების ლიმიტის ფაქტორი, რომელიც გუნდებს თითოეული პილოტისთვის, სეზონში მხოლოდ რვა ძრავის გამოყენებას ავალდებულებს.

ამ მხრივ, ყველაზე უკეთესი მდგომარეობა ჩემპიონატის ლიდერს, ”რედ ბულ რეისინგის” ავსტრალიელ მარკ უებერს (სურათზე, ასპარეზობისას) აქვს, ”ფერარის” ორივე პილოტმა - ესპანელმა ფერნანდო ალონსომ და ბრაზილიელმა ფელიპე მასამ კი ლიმიტი უკვე ამოწურეს. ეს ნიშნავს, რომ თუ იტალიური საჯინიბო გადაწყვეტს, რომ ალონსოს მანქანაზე ახალი ძრავი გამოიყენოს, მაშინ ესპანელ პილოტს სტარტზე 10 ადგილით უკან დასწევენ, როგორც ამას ტექნიკური რეგლამენტი მოითხოვს.

მოკლედ, ”სკუდერიამ” ორივე პილოტზე ძრავების ლიმიტი სრულად ამოწურა. ეს მაშინ, როდესაც მის მეტოქე გუნდებს თავიანთ პილოტებზე მინიმუმ ერთი სათადარიგო ძრავის გამოყენების უფლება კიდევ აქვთ. კერძოდ, თითო ძრავის გამოყენების უფლება ორივე პილოტზე შეუძლია ”მაკლარენს”. იგივე ითქმის ”რედ ბულის” გერმანელ სებასტიან ფეტელზეც. ყველაზე უკეთ, ამ მხრივ უებერია, რომელსაც ლიმიტის ამოწურვამდე, ორი ძრავი კიდევ აქვს.

”ბიბისი სპორტთან” საუბრისას, უებერმა განაცხადა, რომ ”მაკლარენის” პილოტები მისთვის ყველაზე სერიოზული კონკურენტები არიან, რადგან ”მერსედესის” ძრავები გამძლეობით გამოირჩევა.

ცნობისათვის, თითო სათადარიგო ძრავის გამოყენების უფლება ასევე აქვთ: ”მერსედესს”, ”ფორს ინდიას”, ”ტორო როსოს”, ”ისპანიას”, ”ვირჯინსა” და ”ლოტუსს”. იგივე სიტუაციაში არიან ”უილიამსის” გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი და ”ზაუბერის” იაპონელი კამუი კობაიაში. უებერის გარდა, მარაგში 2-2 ძრავი აქვთ ”უილიამსის” ბრაზილიელ რუბენს ბარიკელოს და ”რენოს” პილოტებს - პოლონელ რობერტ კუბიცას და რუს ვიტალი პეტროვს. აშკარაა, რომ ფრანგული კომპანიის ძრავები, მიუხედავად იმისა, რომ სიმძლავრით მეტოქეებს ჩამორჩებიან, თავიანთ სხვაზე მეტი გამძლეობით გამოირჩევა და ამდენად, გარკვეულ უპირატესობას იძლევა.

რაც შეეხება ”ფერარის” ძრავებს, ისინი ყველაზე ნაკლებად საიმედოა - საკუთრივ ”ფერარის” პილოტების გარდა, ძრავების ლიმიტი ასევე ამოწურა მარანელოელთა კლიენტი ”ზაუბერის” ესპანელმა პედრო დე ლა როსამ, რომელმაც ბელგიაში უკვე გადააჭარბა ლიმიტს და ამის გამო, სტარტზე 10 ადგილით უკანაც დასწიეს. დარჩენილ რბოლებში მის ადგილს გერმანელი ნიკ ჰაიდფელდი დიკავებს, რომელსაც ლიმიტი ასევე ამოწურულად ჩაეთვლება.

No comments:

Post a Comment