ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, September 9, 2010

FIA-მ 20-რბოლიანი კალენდარი გამოაქვეყნა

FIA unveils 20-race 2011 F1 schedule

9 სექტემბერი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მოტორ სპორტის საბჭომ გამოაქვეყნა ფორმულა 1-ის 2011 წლის კალენდარის პირველადი ვარიანტი, რომელშიც 20 რბოლაა შეტანილი. თუ ის ამ სახით დამტკიცდა, მაშინ ეს იქნება ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სეზონი.

მომავალი სეზონი ტრადიციისამებრ, სტარტს მარტის დასაწყისში აიღებს და ჩვეულებრივზე გვიან, ნოემბრის ბოლოს დასრულდება. სეზონს ისევ ბაჰრეინის ეტაპი გახსნის და ბრაზილიაში დასრულდება. სხვათა შორის, ბრაზილისს დიდი პრიიზი ბოლოს სეზონის დამამთავრებელი რბოლა 2008 წელს იყო. შეგახსენებთ, რომ მის ფინიშზე, ჩემპიონის ტიტულს ჯერ ფელიპე მასა დაეუფლა, მაგრამ წამებში სიტუაცია შეიცვალა - ლუის ჰამილტონმა ტიმო გლოკს ბოლო მოსახვევში გაასწრო, რაც ჩემპიონობისთვის საკმარისი გამოდგა. შარშან და წელს, სეზონი აბუ დაბის ეტაპით მთავრდება, თუმცა FIA-მ გადაწყვიტა, რომ ბოლო რბოლის სტატუსი ბრაზილიისთვის დაებრუნებინა.

რაც მთავარია, მომავალ სეზონშიც, კალენდარში ახალი ეტაპი - ინდოეთის დიდი პრიზი გამოჩნდება. მიმდინარე სეზონში ახალი ეტაპი სამხრეთკორეულია, რომელიც იეონგამის უახლეს ტრასაზე ჩატარდება.

მომავალ სეზონში, ოთხი ერთკვირიანი პაუზა იქნება. ამ პერიოდით კალენდარში მალაიზიისა და ჩინეთის, ესპანეთისა და მონაკოს, გერმანიისა და უნგრეთის, ასევე კორეისა და ინდოეთის ეტაპებია ”დაწყვილებული”. თუმცა, ინდოეთის ტრასას ჯერაც FIA-ს ლიცენზია აქვს მისაღები.

ფორმულა 1-ის 2011 წლის კალენდარი

13 მარტი ბაჰრეინი (ბაჰრეინი)

27 მარტი ავსტრალია (მელბურნი)

10 აპრილი მალაიზია (კუალა ლუმპური)

17 აპრილი ჩინეთი (შანჰაი)

08 მაისი თურქეთი (ისტანბული)

22 მაისი ესპანეთი (ბარსელონა)

29 მაისი მონაკო (მონტე კარლო)

12 ივნისი კანადა (მონრეალი)

26 ივნისი ევროპა (ვალენსია)

10 ივლისი ბრიტანეთი (სილვერსტოუნი)

24 ივლისი გერმანია (ნურბურგი)

31 ივლისი უნგრეთი (ბუდაპეშტი)

28 აგვისტო ბელგია (სპა)

11 სექტემბერი იტალია (მონცა)

25 სექტემბერი სინგაპური (სინგაპური)

09 ოქტომბერი იაპონია (სუზუკა)

16 ოქტომბერი კორეა (იეონგამი)

30 ოქტომბერი ინდოეთი (ნიუ დელი)

13 ნოემბერი აბუ დაბი (აბუ დაბი)

27 ნოემბერი ბრაზილია (სან პაულუ)

No comments:

Post a Comment