”ფერარი” ძრავებზე არ ნერვიულობს
Ferrari - Alonso
26 სექტემბერი
ფერნანდო ალონსო და ”ფერარი” შესანიშნავ ფორმაში არიან. ბოლო ხუთი ეტაპიდან სამი მათი ტრიუმფით დასრულდა. წითელმა დუეტმა ამ რბოლებში ქულათა თითქმის მაქსიმალური რაოდენობა მოაგროვეს (75-დან 68) და სეზონის მიეურულს, ტიტულის რეალური ფავორიტები გახდნენ. მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა, მათი აღმასვლა ცუდ დროს შეაჩეროს. ეს გარემოება კი ძრავების ლიმიტია.
გუნდებს თითოეულ პილოტზე სეზონში 8 ძრავის გამოყენების უფლება აქვთ. განვლილ 15 რბოლაში, ”ფერარიმ” ალონსოს ბოლიდზე ეს ლიმიტი უკვე ამოწურა, თუმცა აქვს ორი ძრავი, რომლითაც ესპანელმა მხოლოდ თითო რბოლაზე იარა. ეს კი ნიშნავს, რომ პოტენციურად, შემდეგ ორ ეტაპზე, მას ძრავისგან პრობლემები არ უნდა შეექმნას. მაგრამ დარჩენილ ორზე (თუ კორეული რბოლა არ ჩატარდა, მაშინ ერთზე) ტექნიკური პრობლემები შეიძლება შეექმნას.
თუმცა, იტალიური საჯინიბოს ხელმძღვანელობა ოპტიმისტურადაა განწყობილი. ამის საფუძველს კი მათ ის გარემოება აძლევს, რომ ერთ ძრავს, რომელსაც ალონსო მხოლოდ თავისუფალ პრაქტიკებზე იყენებს, უკვე 2500 კილომეტრი აქვს განვლილი და პრობლემა არ შექმნია. ისიც სანიტერესოა, რომ სინგაპურში ალონსოს მანქანაზე ის ძრავი იდგა, რომელიც მან გერმანიასა და უნგრეთში გამოიყენა. თუმცა, ამ აგრეგატის რესურსი უკვე ამოწურულია და სკუდერია მის გამოყენებას უკვე აღარ გარისკავს.
No comments:
Post a Comment