ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Monday, September 13, 2010

ოჟიემ მეტოქეთა უიღბლობით იხეირა

Ogier storms to Japan victory, Loeb forced to wait

13 სექტემბერი

”სიტროენის” ფრანგი სებასტიან ოჟიეს (სურათზე, მისი სიტროენი ასპარეზობისას) გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეათე ეტაპი - იაპონიის რალი, რომლის მესამე დღეც მეტად დრამატული და წინა დღის ლიდერებისთვის უიღბლო გამოდგა სამაგიეროდ, მათი უიღბლობით, კარგად ისარგებლა ოჟიემ და მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა, რითაც 43 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა ჩემპიონატის ლიდერთან, ფრანგ სებასტიან ლოებთან .

ლოებს შეეძლო, მეშვიდე ტიტული იაპონიაშივე, ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ეტაპით ადრე გაენაღდებინა. ამისათვის, მას უნდა მოეგო და მის მეტოქეებს რბოლა ექვსეულს მიღმა უნდა დაესრულებინათ. მაგრამ ახლა ფრანგულ ეტაპამდე ლოდინი მოუწევს.

ორი დღის შემდეგ, ოჟიე ნორვეგიელ ლიდერ პეტერ სოლბერგს 5.4 წამით ჩამორჩებოდა, ფინელ მიკო ჰირვონენთან კი ორი წამიც კი არ აშორებდა. მაგრამ ამ უკანასკნელს მოკლე, ბისანის სპეცმონაკვეთზე გადაცემათა კოლოფმა უმტყუნა და საბოლოოდ, ამის გამო მეექვსე ადგილს დასჯერდა. სხვათა შორის, იმავე სპეცზე რბოლას კიდევ ერთი ფინელი - კიმი რაიკონენი გამოეთიშა, ვისაც იმ მომენტისთვის მერვე ადგილი ეკავა.

გამარჯვებაში ხელი ტექნიკურმა პრობლემებმა შეუშალა სოლბერგსაც, ვისაც 2005 წლის შემდეგ, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი ეტაპიც არ მოუგია. არადა, ორი წლით ადრე, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ნორვეგიელის მანქანაზე საჭის სისტემა და ამორტიზატორები გამოვიდა მწყობრიდან.

იაპონიის რალის შედეგები

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 3:10:26.400

2. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) +00:15.700

3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 00:26.000

4. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 00:35.200

5. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 00:53.300

6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 01:13.500

7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია,ფორდი) 03:03.100

8. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 10:17.900

9. იარი კეტომაა (ფინეთი, ფორდი) 14:47.100

10. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) 15:20.800

პილოტების კლასიფიკაცია

1. სებასტიან ლოები - 201; 2. სებასტიან ოჟიე - 158; 3. იარი-მატი ლატვალა - 132; 4. პეტერ სოლბერგი - 118; 5. დანიელ სორდო - 107; 6. მიკო ჰირვონენი - 94; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი)- 56; 8. ჰენინგ სოლბერგი - 31; 9. ფედერიკო ვილაგრა - 30; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი)- 21

კონსტრუქტორთა პირველობა

1. სიტროენ ტოტალ WRT - 345; 2. BP-ფორდ აბუ დაბი WRT - 250; 3. სიტროენ ჯუნიორ ტიმ - 183; 4. შტობარტ VK M-სპორტ ფორდ WRT - 130; 5. მუნჩი’ს ფორდ WRT - 46

No comments:

Post a Comment