ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Wednesday, September 1, 2010

”მერსედესი” ჩასაბერ დიფუზორს ისევ გადააკეთებს

Mercedes to modify blown diffuser again

1 სექტემბერი

”მერსედესის” გუნდის ხელმძღვანელობა აღიარებს, რომ ჯერაც არ ხერხდება ეგრეთ წოდებული ჩასაბერი დიფუზორის სრულყოფა, რის გამოც, ეს აეროდინამიკური ელემენტი, რბოლის დროს გადახურებისადმი მიდრეკილებას ავლენს. ამ გარემოებამ, გუნდს და მის პილოტებს, პრობლემები ბელგიის დიდი პრიზის რბოლის დროსაც შეუქმნა.

”მერსედესის” ჩასაბერი დიფუზორის კონსტრუქციაში ყველაზე პრობლემური ელემენტი ავტომობილის ძირის უკანა ნაწილია, რომლის მეშვეობითაც, ძრავიდან გამობოლქვილმა ცხელმა აირმა დიფუზორის ზედა და ქვედა ნაწილებში უნდა გაიაროს. ჩასაბერი დიფუზორის მეორე მოდიფიკაცია (პირველი გერმანული ეტაპის წინ დამზადდა) შტუტგარტელებმა სწორედ ბელგიური ეტაპის წინ მოამზადეს, მაგრამ როგორც გაირკვა, ვერც მან გაამართლა გუნდის ინჟინერთა იმედები.

ბელგიური რბოლის შემდეგ, გუნდის შეფმა როს ბრაუნმა განაცხადა, რომ იტალიის დიდი პრიზის წინ, ინჟინრების მთავარი საზრუნავი სწორედ ჩასაბერი დიფუზორის სრულყოფა იქნება.

”ძალიან გაწბილებულები ვართ იმის გამო, რომ ეს პრობლემა ჯერაც მოუგვარებელია. არსებობს ბევრი მასალა, რომლებითაც ბოლიდის ძირის დამზადება შეიძლება. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ჩვენ არც ვფიქრობდით, თუ ამ ნაწილს გადახურდებისადმი ასეთი მიდრეკილება ექნებოდა. მოკლედ, მონცას წინ, კონსტრუქციას მნიშვნელოვანი გადაკეთება ელის”, - ამბობს ბრაუნი.

No comments:

Post a Comment