ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, September 19, 2010

”რენოსთვის” მთავარი რაიკონენთან შეთანხმების კომერციული მხარეა

Commercial side key to Raikkonen fate

19 სექტემბერი

იტალიის დიდი პრიზის შემდეგ, განსაკუთრებულად აქტუალური გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მომავალი სეზონიდან ფორმულა 1-ს მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი, ფინელი კიმი რაიკონენი დაუბრუნდეს. უკვე დადასტურდა ისიც, რომ მას მოლაპარაკება ფრანგულ „რენოსთან“ აქვს.

ფრანგულ საჯინიბოს მომავალი სეზონისთვის საჩემპიონო ამბიციები აქვს და ამ ამბიციების დასაკმაყოფილებლად, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის მოწვევა ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი იქნება. მაგრამ გუნდის შეფი ჟერარ ლოპესი (სურათზე) ამბობს, რომ სუპერვარსკვლავის მოწვევის პერსპექტივა მას რეალობისგან ვერ დააშორებს.

ჟურნალ „ავტოსპორტთან“ საუბრისას, ლოპესმა განაცხადა, რომ რაიკონენის მოწვევა სოლიდურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, რაც „რენოს“ გუნდის საბოლოო გადაწყვეტილებაზე აუცილებლად იმოქმედებს. მან არც ის გამორიცხა, რომ შესაძლოა, გუნდში რუსი ვიტალი პეტროვის დატოვება ამჯობინოს.

„ხალხი ფიქრობს, რომ ჩვენ ყველაფერი კარგად გამოგვდის და ახლა პილოტის შეცვლის დრო დაგვიდგა. რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდის ერთი მრბოლი, რომელიც ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ ფორმულა 1-ში დაბრუნებით დაინტერესებული აღარაა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ის დაგვიკავშირდა და ჩვენთან გადმოსვლის ინტერესი გამოთქვა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის სასიამოვნოა, მაგრამ გადაწყეტილებამდე ჯერ შორს ვართ“, - ამბობს ლოპესი.

ის დასძენს, რომ ამჟამად გუნდი სპონსორების მოზიდვაზე ინტენსიურად მუშაობს და რაიკონენის გადმოყვანა მეტწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, შევძლებთ თუ არა სარეკლამო პაკეტის გაზრდას. ფული ტიტულისთვის ბრძოლაშიც გვჭირდება და მაღალი კლასის პილოტის მოსაზიდადაც.

„სპონსორები წარმატებულ გუნდებთან თანამშრომლობას ამჯობინებენ. ახლა ჩვენი მიზანი ისაა, რომ რბოლების მოსაგებად ვიბრძოლოთ. ეს პირველი ნაბიჯია. ამისათვის მზად ვართ. ბაზისი შექმნილი გვაქვს. ამ ბაზისზე კი წარმატებული გუნდის შექმნა უნდა შევძლოთ. ამ სეზონში ჩვენ მებრძოლი მექანიზმი აღვადგინეთ, მომავალ სეზონში კი საქმეს მივხედავთ“, - დასძენს ლოპესი.

ლოპესი ირიბადაც არ აღიარებს, რომ პეტროვის მოყვანა რუსის სპონსორების ფულმა განაპირობა. ახლა კი, ამ პილოტმა თავისი უნარიც გამოამჟღავნა და ამიტომ, მისი დატოვება მხოლოდ ფულზე აღარაა დამოკიდებული.

„ვიტალი გადამხდელი პილოტი არაა, თუმცა მან ჩვენ ძალიან მნიშვნლოვანი სპონსორი მოგვიყვანა „ლადას“ სახით. და მაინც, ვიტალის მოსვლას ჩვენთვის დიდი თანხები არ მოუტანია. ის კარგი პილოტია. შარშან მან გრანპრი2-ის ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა და რომ არა შეცდომები, ჩემპიონიც გახდებოდა. ესეც რომ არა, ეს ის პილოტია, რომელსაც დაახლოებით 250 მილიონი რუსულად მოლაპარაკე ადამიანი ქომაგობს. სულელები უნდა ვიყოთ, რომ ეს ფაქტორი არ გავითვალისწინოთ. მოკლედ, ის ჩვენი გუნდისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ელემენტია, როგორც რობერტ კუბიცა“, - დასძენს ლოპესი და უარყოფს ხმებს იმის შესახებ, რომ ფრანგული კომპანი „რენო“ მის მიერ შარშან გაყიდული აქციების გამოსყიდვას აპირებს.

No comments:

Post a Comment