ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Wednesday, September 15, 2010

რაიკონენი შეიძლება ”რენოში” გადავიდეს

Raikkonen bids for 2011 Renault seat

15 სექტემბერი

ფორმულა 1-ის 2007 წლის ჩემპიონმა, ფინელმა კიმი რაიკონენმა ”რენოს” ფორმულა 1-ის გუნდს მიმართა და მასში მომავალი სეზონისთვის გადასვლა შესთავაზა. ამის შესახებ, ინგლისურ ჟურნალ ”ავტოსპორტის” ინტერნეტ გვერდი გვამცნობს. მართალია, ცოტა ხნის წინ რაიკონენმა განაცხადა, რომ ფორმულა 1-ში მერმისს დაბრუნებას არ აპირებს, მაგრამ როგორც ჩანს, ფინელ პილოტს ფრანგული გუნდის კონკურენტუნარიანობა აკმაყოფილებს, რამაც დიდი პრიზების ცირკში დაბრუნება გადააწყვეტინა.

”ავტოსპორტისთვის” უცნობია, რაიკონენმა ”რენოს” თავად მიმართა, თუ ეს მისმა მენეჯერმა გააკეთა. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ კონტაქტი ბელგიის დიდი პრიზის შემდეგ მოხდა, მაშინ, როდესაც მისი რალის გუნდი იაპონიის რალისთვის ემზადებოდა. ამდენად, ფინელ პილოტს ”რენოსთან” მოლაპარაკებისთვის ნაკლებად ეცალა.

რაიკონენი ყოველთვის ამბობდა, რომ ფ1-ში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ კონკურენტუნარიან გუნდში ასპარეზობის საშუალება მიეცემა. მიმდინარე სეზონში კი ”რენომ” დაამტკიცა, რომ ახლოსაა ტოპ გუნდებისგან და სეზონის განმავლობაშიც ვითარდება.

როგორც ცნობილია, ამჟამად ”რენოს” პირველი პილოტი პოლონელი რობერტ კუბიცაა, მეორე პილოტის რანგში კი რუსი ვიტალი პეტროვი ასპარეზობს, რომლის გამოსვლითაც ფრანგული გუნდის ერიკ ბუიე უკმაყოფილოა. თუმცა, ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, რუსი პილოტი დაიტოვოს. და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის დაამტკიცებს, რომ დატოვების ღირსია.

სხვათა შორის, ”ავტოსპორტთან” საუბრისას, ბუიემ დაადასტურა, რომ მის გუნდს რაიკონენმა მიმართა და მომავალ სეზონში, მისი მანქანით ასპარეზობა შესთავაზა. ”ფაქტია, რომ ზაფხულის პერიოდი დასრულდა და იმავდროულად, შემოთავაზებების რიცხვიც გაიზარდა. და ბიჭი, რომელზეც მელაპარაკებით (ანუ რაიკონენი), ჩვენი თვალთახედვის არეში იმყოფება. და ეს იმის გამოა, რომ ის ჩვენთან კონტაქტში შემოვიდა”, - ”ავტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა ბუიემ.

ფაქტია, რომ ”რენოს” რუსეთის საავტომობილო ბაზართან დაკავშირებით, დიდი გეგმები აქვს, რის გამოც, გუნდში პეტროვის შენარჩუნება აწყობს. მაგრამ თუ ამ პილოტს შეცვლის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიკონენის მსგავს სუპერ პილოტს გადაიბირებს.

”რაიკონენის გადმოსვლის შემთხვევაში, სულ სხვა სტრატეგიის შემუშავება მოგვიწევს. საერთოდ, ჩვენ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ პიროვნებას და თუნდაც იმას, რომ მას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აქვს მოგებული. მისი ტიტული ჩვენ უფრო ძვირიც დაგვიჯდება, თუ ჩვენთან გადმოვა, მაგრამ მნიშვნელობა არც ამას აქვს. მთავარი ისაა, რომ სხვა სტრატეგიაზე გადასვლა მოგვიწევს. ერთია, როცა გუნდში ახალბედა პილოტი გყავს და მეორე, როცა ორ გამოცდილ პილოტს ემსახურები. ჩვენ ამაზე დაფიქრება აუცილებლად მოგვიწევს. ამ ეტაპზე კი პრიორიტეტი ვიტალი და მისი განვითარებაა. მაგრამ სხვა რამდენიმე არჩევანიც გვაქვს და მათგან ერთ-ერთი კიმიცაა”, - ამბობს ბუიე და დასძენს, რომ რაიკონენთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, მისი გუნდი აუცილებლად სეზონის დასრულებამდე მიიღებს.

No comments:

Post a Comment