ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, September 3, 2010

„უილიამსი“ უკვე შემდეგი სეზონისთვის ემზადბა

Williams shifts focus to 2011 car

3 სექტემბერი

რუბენს ბარიკელო ”უილიამსით” ბელგიაში ასპარეზობისას

..............................

„უილიამსმა“ აეროდინამიკურ მილში უკვე დაასრულა იმ სიახლეების ტესტირება, რომლებსაც სინგაპურის ეტაპზე გამოიყენებს, გუნდის აეროდინამიკოსებმა კი უკვე დაიწყეს ახალი ავტომობილის შემუშავება, რომლითაც მომავალ სეზონში იასპარეზებს.

სეზონის უხეიროდ დაწყების შემდეგ, გროვში (ინგლისი) ბაზირებულმა გუნდმა სოლიდურ პროგრესს მიაღწია, თუმცა სარბოლ მოდელ FW32-ის სრულყოფა ფაქტობრივად დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ავტომობილის მზადების დრო დადგა.

„უილიამსის“ ტექნიკური დირექტორი სემ მაიკლი ამბობს, რომ სინგაპურისთვის განკუთვნილმა დეტალებმა უკვე დატოვა აეროდინამიკური მილი და ტექნიკური პერსონალი მათ დამზადებას შეუდგა. ამგვარად, აეროდინამიკოსებს ისღა დარჩენიათ, ახალი ავტომობილის შემუშავებას შეუდგნენ.

„სრულყოფის ერთი ეტაპიღა დაგვრჩა და მას სინგაპურისთვია ვამზადებთ. ეს სამუშაო აეროდინამიკურ მილში დასრულებულია. ახლა შესაბამისი ელემენტების დამზადებაღა გვაკლია და ისინი გამოსაყენებლად მზად იქნება. აეროდინამიკოსები კი ახალ მანქანაზე დაიწყებენ მუშაობას“, - ამბობს მაიკლი.

მომავალ სეზონში, ტექნიკურ რეგლამენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდება. კერძოდ, აიკრძალება ორმაგი დიფუზორისა და აეროდინამიკური ჰაერსადინარის გამოყენება, საბურავებს კი გუნდები იტალიური „პირელისგან“ მიიღებენ, რომელიც სრულიად განსხვავებულ საბურავებს დაამზადებს. ამგვარად, ახალ ბოლიდს ძველისგან ბევრი არაფერი გადაყვება. მაიკლის თქმით, მომავალი სეზონისთვის, სრულიად განსხვავებული მანქანის მომზადება იქნება საჭირო.

გარდა ამისა, „უილიამსი“ მერმისს აუცილებლად გამოიყენებს ენერგიის რეკუპერაციის სისტემას (კერს-ს). ოღონდ, ჯერ გადაწყვეტილი არაა, ენერგიის დაგროვებისთვის მქნევარას გამოიყენებენ, თუ აკუმულატორებს. მაიკლის თქმით, ამჟამად ყველაზე ოპტიმალურად აკუმულატორების გამოყენება ესახება, თუმცა ისიც ცნობილია, რომ შარშან „უილიამსმა“ მქნევარიანი კერს-ი დაამუშავა და იმდენად სრულყო, რომ ის რამდენიმე საავტომობილო კომპანიამ შეიძინა.

No comments:

Post a Comment