ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, September 3, 2010

ფეტელი დარწმუნებულია, რომ ამოქაჩავს

Vettel sure he will bounce back

3 სექტემბერი

სებასტიან ფეტელი ამბობს, რომ მიმდინარე სეზონში დაშვებული შეცდომებზე, რომლებმაც სატიტულო ბრძოლაში ბევრი ქულა დააკარგვინა, ის ბევრს ისწავლის და უკეთეს მრბოლად ჩამოყალიბდება.

„რედ ბულის“ გერმანელმა პილოტმა ბოლო შეცდომა ახლახანს, ბელგიის დიდი პრიზის რბოლისას დაუშვა, რის შედეგადაც, „მაკლარენის“ ბრიტანელ მსოფლიო ჩემპიონ ჯენსონ ბატონს მანქანა დაუზიანა (სურათზე). შეჯახების მომენტში, ისინი მეორე ადგილისთვის იბრძოდნენ და რომ არა ავარია, ახლა ლიდერ ლუის ჰამილტონისგან არც ისე შორს იქნებოდნენ.

ბევრი ამბობს, რომ ფეტელს მეტისმეტად მხურვალე ტემპერამენტი აქვს იმისათვის, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიყულისათვის ბრძოლა შეძლოს. ყოველ შემთხვევაში, ამ სეზონში მაინც. თავად პილოტის თქმით, ამდენი შეცდომის შემდეგ - თურქეთში ის თავის ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ უებერს დაეჯახა, უნგრეთში კი, როდესაც ტრასაზე პეისკარი იყო გამოსული, მარტივ სიტუაციაში შეცდა და ამით, გამარჯვება გაუშვა ხელიდან, კრიტიკას იმსახურებს, თუმცა ამის მიუხედავად, ის ყველა სიძნელეს დაძლევს და სრულყოფილ მრბოლად მოგვევლინება.

„ფორმულა 1 დიდი შოუა და თუ მასში ყველაფერი კარგად მიდის, უდიდესი პილოტი ხდები. თუ შეცდომას უშვებ და ზოგირთს არ ესმის მომხდარის მიზეზები, მაშინ ძალიან სწრაფად იდიოტად გაქცევენ. მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ მე მომხდარის მიზეზები ვიცი. უნგრეთში, პეისკარის უკან, სიტუაცია სათანადოდ იმიტომ ვერ შევაფასე, რომ პეისკარი ხედვას აუარესებდა. ბელგიაში კი, როდესაც ჯენსონს ვასწრებდი, შეცდომა დავუშვი. მე ვაღიარებ ამას. რა თქმა უნდა, ამით არ ვამაყობ, მაგრამ ვერაფერს შევცვლი გარდა იმისა, რომ მომავალში მსგავსი შეცდომა აღარ დავუშვა. სხვა თუ არაფერი, შეცდომები უკეთეს პილოტად მაყალიბებს“, - ამბობს ფეტელი.

მართალია, ამ ორი შეცდომით, ფეტელმა ბევრი ქულა დაკარგა, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ თავადაც და მის გუნდსაც, ჩემპიონიბა ჯერაც შეუძლიათ და ისინი ამისათვის იბრძოლებენ.

„ჩვენ გუნდი ვართ და მართალია, ბევრი პრობლემა შეგვექმნა, მაგრამ მაინც ბევრი ქულის აღება შევძელით. და ეს არა იმიტომ, რომ გვიმართლებს, არამედ იმიტომ, რომ ძალიან ძლიერები ვართ. ჩემს გამო არ ვდარდობ, რადგან ვიცი, რომ ეს შეგვიძლია და ამას მივაღწევთ. პირველ 13 რბოლაში ყველაფერი იდეალურად არ ხდებოდა და ამის მიუხედავად, ლიდერს მაინც მხოლოდ 31 ქულით ჩამოვრჩები. ჩვენი კონკურენტები სულ ამბობენ, რომ ჩვენ ყველაზე სწრაფები არიან, მაგრამ ფაქტია, რომ სწრაფად გვეწევიან. მოკლედ, საინტერესო რბოლები გველის“, - დასძენს ფეტელი.

No comments:

Post a Comment