ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, September 10, 2010

იაპონიის რალიზე პეტერ სოლბერგი დაწინაურდა

Solberg leads in Japan as Loeb falls behind

10 სექტემბერი

იაპონიაში, ქალაქ საპოროს შემოგარენში, სტარტი აიღო რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეათე ეტაპმა - იაპონიის რალიმ, რომლის პირველ დღესაც, წარუმტებლად იასპარეზა მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა, ფრანგმა სებასტიან ლოებმა, ვინც თითქმის ერთი ქუთით ჩამორჩა რბოლის ნორვეგიელ ლიდერ პეტერ სოლბერგს (სურათზე, ასპარეზობისას).

სოლბერგმა ასპარეზობა სიცხიანმა დაიწყო, თუმცა ვიწრო და მიხვეულ-მოხვეულ გზებზე, მაინც შეძლო დაწინაურება. არადა, ”ფორდის” მიკო ჰირვონენმა და იარი-მატი ლატვალამ ბოლო სამივე სპეცმონაკვეთი მოიგეს. ამის მიუხედავად, ჰირვონენმა მესამეზე მყოფ სებასტიან ოჟიეს, ვინც გზის ცუდ მდგომარეობაზე წუწუნებდა, მხოლოდ წამით აჯობა.

”ძალიან გამიჭირდა. ახლა ყველაზე მეტად კარგად გამოძინება მჭირდება, რომ სიცხემ გამიაროს და დღეს მოპოვებული უპირატესობა შევინარჩუნო. მანქანამ შესანიშნავად იმუშავა, რამაც მაღალი ტემპით რბოლის საშუალება მომცა. მოკლედ, ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ”, განაცხადა სოლბერგმა, ვისაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 2003 წელს აქვს მოგებული.

მისგან განსხვავებით, მანქანით უკმაყოფილო დარჩა ლოები. უპირველესად, მან ხაზი საკიდარის ცუდ მუშაობას გაუსვა. რაც შემეძლო, გავაკეთე, მაგრამ ამით ვერაფერი მოვიგეო, - ნარბოლევს განაცხადა მსოფლიო ჩემპიონმა, ვისაც ყველაფერთან ერთად, კარგი შედეგების ჩვენებაში, ხელი იმანც შეუშალა, რომ როგორც ჩემპიონატის ლიდერს, ტრასაზე პირველს უწევდა გასვლა.

ასეა თუ ისე, ლოებს დიდი შანსი აქვს, რომ მეშვიდე ტიტული საპოროშივე გაინაღდოს. ამისათვის კი მარტო გამარჯვება არ ყოფნის, მისმა კონკურენტებმაც მოწინავე ექვსეულში შესვლა ვერ უნდა შეძლონ.

”ისეთი რბოლებიც მქონია, როცა უფრო უკანაც ვყოფილვარ, მაგრამ მომიგია. მექსიკის რალის პირველი დღის შემდეგ, ლიდერთან წუთნახევარს ვაგებდი. თუმცა, ახლა ამ ჩამორჩენის ლიკვიდირება ალბათ უფრო ძნელი იქნება. მაგრამ მე მაინც ვეცდები”, - ამბობს ლოები.

იაპონიის რალი. პირველი დღე

1. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 1:13:31.200

2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) +00:09.400

3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 00:21.300

4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 00:22.400

5. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 00:36.500

6. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 00:54.500

7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია,ფორდი) 01:22.200

8. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 03:16.900

9. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 03:46.500

10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) 04:03.100

No comments:

Post a Comment