ლოებმა წასვლა გადაწყვიტა
Loeb Confirms WRC Retirement in 2011
23 სექტემბერი
თუმცა, სანამ წავა, მორიგი, ალბათ მერვე ტიტულისთვის ბრძოლას კიდევ მოასწრებს, რადგან სებასტიან ლოებმა ფრანგულ გამოცემა ”პარი მატჩთან” საუბრისას განაცხადა, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატს, 2011 წლის სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. და თუ წელს მეშვიდე ტიტულს დაეუფლება, რისი დიდი შანსიც აქვს, მერვის მერვე ტიტულისთვის ბრძოლის შესაძლებლობაც მიეცემა.
რალის მსოფლიო ჩემპიონატის კულუარებში კარგა ხანია, დადიოდა ხმები იმის შესახებ, რომ ლოები სპორტიდან ამ სეზონის დასრულების შემდეგ წავიდოდა. მაგრამ თავად ფრანგმა ამ ჭორებს წერტილი დაუსვა. 36 წლის პილოტმა ახლახანს ”სიტროენთან” კონტრაქტი ერთი წლით გააგრძელა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ქვეყნად არაფერია ისეთი, რაც მას 2011 წლის სეზონის შემდეგ, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დარჩენას აიძულებს. კითხვაზე, იქნება თუ არა მომავალი სეზონი მის სახელოვან სპორტულ კარიერაში ბოლო, ლოებმა მოკლედ უპასუხა: ”უეჭველად”.
თქმა არ უნდა, მისი ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი, მოტივაციის ნაკლებობაა. ეს კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ბოლო წლებში, ლოები რბოლებში მხოლოდ თავის თავს ეჯიბრება. თავისი კარიერის განმავლობაში, ლოებს მსოფლიო ჩემპიონატის 59 რბოლა და 6 ტიტული აქვს მოგებული. და ეს ყველაფერი არაა. ამ შედეგებს ის უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
No comments:
Post a Comment