პრაქტიკებზე ფეტელი უსწრაფესია
Vettel fastest in Italian GP practice
10 სექტემბერი
თავისუფალი პრაქტიკების შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იტალიის დიდი პრიზის მოსაპოვებლად, სამი გუნდის - ”რედ ბულის”, ”მაკლარენის” და ”ფერარის” პილოტები იბრძოლებენ. ორივე პრაქტიკის ჯამში, საუკეთესო შედეგი სებასტიან ფეტელს ჰქონდა, თუმცაღა პირველ პრაქტიკაზე უსწრაფესი ჯენსონ ბატონი იყო.
მილანიდან ჩრდილოეთით, 20 კილომეტრში მდებარე ქალაქ მონცას ავტოდრომი, სადაც ადრე სამეფო პარკი მდებარეობდა, უსწრაფესია ფორმულა 1-ის კალენდარში და მასზე ის აეროდინამიკური ეშმაკობები, რომელთა წყალობითაც, ”რედ ბულს” ყველაზე კონკურენტუნარიანი მანქანა ჰყავს, ნაკლებად ეფექტურია. და მაინც, ფეტელმა (სურათზე) დაამტკიცა, რომ მის წარმატებებში, მანქანის გარდა, მის ოსტატობასაც დიდი წვლილი მიუძღვის. სხვა თუ არაფერი, 2008 წელს, თავისი პირველი გამარჯვება სწორედ მონცაზე, ოღონდ ”ტორო როსოს” ნაკლებად კონკურენტუნარიანი მანქანით მოიპოვა.
ფეტელს ამ სეზონში შვიდი პოულ პოზიცია აქვს მოპოვებული, თუმცა აქედან მხოლოდ ერთი მიიყვანა გამარჯვებამდე, ერთი რბოლაც პოულ პოზიციის გარეშე მოიგო. ორივე პრაქტიკაზე ყველაზე სწრაფები ”მაკლარენის” პილოტები იყვნენ, თუმცა შემდეგ ფეტელი მსუბუქი ავზებით გამოვიდა და პირველმა შეძლო წრის წუთსა და 23 წამზე ნაკლებში გავლა. მეორე, ვინც ეს მოახერხა, ”ფერარის” ფერნანდო ალონსოა.
”მაკლარენის” პილოტებმა კი აეროდინამიკური ჰაერსადინარის გარეშეც სცადეს ასპარეზობა და როგორც აღმოჩნდა, ამას მანქანის თვისებები დიდად არ შეუცვლია. ასეა თუ ისე, ჰამილტონმა ამ სადინარის გარეშე, მეორე პრაქტიკაზე, თავის თანაგუნდელთან შედარებით, ოდნავ უკეთესი დრო აჩვენა.
”რედ ბულის” ავსტრალიელ მარკ უებერს პირველ პრაქტიკაზე, წყლის ტუმბო გაუჭირვეულდა, რის გამოც, მხოლოდ მეექვსე შედეგს დასჯერდა. თუმცა, პრობლემების გარეშე, მეორე პრაქტიკაზეც მეექვსე იყო.
მეათე შედეგი ჰქონდა მიხაელ შუმახერს, ვისაც იტალიელი ფანები, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელმა მათი სათაყვანებელი გუნდი დატოვა, გულითადად მიესალმნენ ტრანსპარანტით: ”მიხაელ, ჩვენ ყოველთვის საუკეთესოს გისურვებთ”. მაგრამ ამ სეზონში შუმახერის საუკეთესო რბოლა ჯერ არ გვინახავს და ალბათ ამას აღარც უნდა ველოდოთ. მომავალ სეზონში კი...
იტალიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:23.693
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:23.790
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:23.967
4. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:24.120
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:24.129
6. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:24.446
7. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:24.512
8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:24.543
9. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:24.648
10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:24.756
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:24.841
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:24.923
13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:25.292
14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:25.318
15. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:25.320
16. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:25.334
17. ხაიმე აკგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:25.897
18. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:26.772
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:26.898
20. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:26.956
21. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:27.374
22. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:28.256
23. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:28.516
24. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:29.870
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:22.839
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:22.915
3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:23.061
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:23.154
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:23.210
6. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:23.415
7. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:23.708
8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:23.709
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:23.852
10. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:23.857
11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:24.181
12. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:24.380
13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:24.407
14. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:24.448
15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:24.517
16. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:24.547
17. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:24.785
18. ხაიმე აკგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:25.106
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:26.204
20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:26.306
21. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:26.631
22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:26.676
23. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:29.498
No comments:
Post a Comment