ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Wednesday, July 15, 2009

ჰონდა დაბრუნებას არ აპირებს

Honda

15 ივლისი

კომპანია ”ჰონდა” ფორმულა 1-ში დაბრუნებას იმ შემთხვევაშიც არ აპირებს, თუ მისი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ჟურნალ ”ავტოსპორტთან” საუბრისას, ”ჰონდას” აღმასრულებელმა დირექტორმა ტაკანობუ იტომ განაცხადა, რომ მის კომპანიას თანამედროვე ფ1 არ აინტერესებს.

”იმ დროს, როდესაც ავტომწარმოებლებს ყველანაირად ზღუდავენ, კლებულობს იმის შესაძლებლობა, რომ მოიგონო და გამოსცადო რაიმე ახალი, ღირებული. მოკლედ, ფორმულა ერთში სიახლეებისთვის ადგილი პრაქტიკულად აღარ არსებობს. მაგრამ ჩვენ ამის გამო არ წამოვსულვართ. ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმა კრიზისულმა სიტუაციამ გვაიძულა და ეს კომპანიისთვის დიდი სირცხვილი იყო”, - ამბობს ტაკანობუ, ვინც ”ჰონდას” მთავარი აღმასრულებლის პოსტი ერთი თვის წინ დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ”ჰონდამ” ფორმულა 1 გასული სეზონის შემდეგ დატოვა, რისი მიზეზიც კომპანიის მძიმე ფინანსური პრობლემები გახდა. თუმცაღა, ის ავტომობილი, რომელიც ”ბრაუნ გრან პრის” დარჩა, მთლიანად იაპონური კომპანიის დაფინანსებით და ტექნოლოგიური რესურსებით შეიქმნა. გაღებული დიდი ხარჯბის მიუხედავად, ”ჰონდამ” თავისი საჯინიბო მისსავე ტექნიკურ დირექტორ როს ბრაუნს სიმბოლურ ფასში მიჰყიდა.

დღეს კი, როს ბრაუნის ”დებიუტანტი” გუნდი მსოფლიო ჩემპიონატს ორივე ჩათვლაში დამაჯერებლად ლიდერობს. გერმანიის დიდი პრიზის შემდეგ, ”ბრაუნის” ბრიტანელი ჯენსონ ბატონი უახლოეს მდევარს, გერმანელ სებასტიან ფეტელს 21 ქულას უგებს, კონსტრუქტორთა პირველობაზე კი, ”ბრაუნ-მერსდესს” ”რედ ბულ რენოსთან” 19.5 ქულა აშორებს.

No comments:

Post a Comment