ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Wednesday, July 15, 2009

”ბრაუნს” ფული გამოელია

Brawn GP

15 ივლისი

ესპანურ გამოცემა ”ელ პაისთან” საუბრისას, ესპანურ სარბოლ გუნდ ”ეპსილონ ეუსკადის” შეფმა ხოან ვილადელპრატმა განაცხადა, რომ ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერი, ”ბრაუნ გრან პრი” უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება, რამაც შესაძლოა, მას თითქმის განაღდებული ტიტული დააკარგვინოს.

”ის კრიზისი, რომელმაც ”ჰონდას” წასვლა აიძულა, ახლა ”ბრაუნის” კარსაც მიადგა. მათ რამდენიმე სპონსორის მიზიდვა მოახერხეს, მაგრამ მათგან ვერცერთმა შეძლო გუნდის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილება. თითქოს, ტიტულოვანი სპონსორი ”ვირჯინი” უნდა გამხდარიყო, მაგრამ ამ კომპანიამ სასპონსოროდ მინიმალური თანხა გაიმეტა და უკვე გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს”.

”დღეს კი ”ბრაუნ GP-ს” არ აქვს ფული, რომელიც მანქანის სრულყოფისთვის სჭირდება. ნახევარი სეზონი მათ ”ჰონდას” მიერ დატოვბული სახსრებით განვლეს. ესპანეთის დიდი პრიზისთვის მათ მიერ მომზადებული სიახლეებიც იაპონური კომპანიის მიერ დატოვებული ფულის წყალობაა. დღეს კი უკვე იგრძნობა, რომ ”ბრაუნი” გაცილებით ნელა ვითარდება, ვიდრე მისი მთავარი მეტოქე ”რედ ბული”. გუნდში საკმაოდ რთული სიტუაციაა და გერმანიის დიდი პრიზის შემდგომ რუბენს ბარიკელოს ემოციური აფეთქებაც ამან განაპირობა”, - ამბობს ვილადელპრატი (სურათზე), ვინც წლების განმავლობაში ფორმულა 1-ის სხვადასხვა გუნდში მუშაობდა და გუნდების სამზარეულოში კარგადაა ჩახედული.

No comments:

Post a Comment