ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Wednesday, July 22, 2009

ბრუნო სენა არ ჩქარობს

Bruno Senna

22 ივლისი

ბრუნო სენას დიდი შანსი ჰქონდა იმისა, რომ ამ სეზონში ”ბრაუნის” პილოტი ყოფილიყო, მაგრამ ჯერ კიდევ ”ჰონდას” შეფმა როს ბრაუნმა, ვინც იაპონური კომპანიისგან გუნდი სეზონის დაწყებამდე ერთი თვით ადრე გადაიბარა, ფორმულა ერთში ახალბედას მოყვანას, თუნდაც ამ ახალბედას ლეგენდარული ბრაზილიელი პილოტის გვარი ჰქონოდა, გამოცდილი ბრაზილიელის, რუბენს ბარიკელოს დატოვება ამჯობინა.

სენას ერთწლიანი ”შვებულების” აღება მოუხდა, რომლის დროსაც, შიგადაშიგ სხვადასხვა რბოლაზე (მათ შორის, ლე მანზეც იასპარეზა) გამოდის და იმ მომენტს ელოდება, როდესაც ფორმულა 1-ის რომელიმე გუნდი მიიწვევს. ეს მომენტი პრინციპში, მას გერმანიის დიდი პრიზის შემდეგ დაუდგა, როდესაც ”ტორო როსომ” ფრანგი სებასტიან ბურდე გაუშვა.

მაგრამ 25 წლის სენა ამბობს, რომ ჩემპიონატში შუა სეზონიდან ჩართვას არ აპირებს და რომ მოცდა ურჩევნია, სანამ რომელიმე გუნდი კონტრაქტს სრული სეზონით შესთავაზებს.

”ახლა მაიამიში ვარ და ვისვენებ. ველოდები, როდის მოგვარდება ფორმულა ერთში პრობლემები, რომ შემდეგ, საჭირო ხალხს საქმეზე დაველაპარაკო”, - ამბობს სენა და დასძენს, რომ რამდენადაც, სეზონის მსვლელობისას, ფ1-ში ტესტები აკრძალულია, შუა გზაზე საქმეში ჩართვა არასასურველად მიაჩნია.

”ახლა რომ ფორმულა 1-ში მოვიდე, ეს სარგებელზე გაცილებით მეტ ზარალს მომიტანს, რადგან ტესტების გარეშე, მაშინვე რბოლებში მონაწილეობა ძალიან სარისკოა. მირჩევნია, ცოტაც მოვიცადო და მომავალი სეზონისთვის, როგორც საჭიროა, ისე მოვემზადო”, - ამბობს სენა, ვინც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ბრაზილიელი აირტონ სენას დისშვილია.

ბრუნო სენა ბრიტანეთის დიდ პრიზს დაესწრო და მაშინ განაცხადა, რომ ფ1-ის რამდენიმე მოქმედ და სამივე ახალ გუნდთან აქვს კონტაქტი.

No comments:

Post a Comment