ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Tuesday, July 14, 2009

პიკეს მომავალი გაურკვეველია

Nelson Piquet

14 ივლისი

დარჩება თუ არა ”რენოში” ბრაზილიელი ნელსინიუ პიკე, ჯერაც გაურკვეველია. ეს გაუგებრობა კი მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც საჯინიბოს შეფმა ფლავიო ბრიატორემ უარი თქვა, დაესახელებინა გუნდის შემადგენლობა, რომელიც ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე - უნგრეთის დიდ პრიზზე იასპარეზებს.

პიკე ვერაფრით ახერხებს თავის გამოჩენას და უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ იმაზე, რომ გერმანიის დიდი პრიზის შემდეგ, მას გუნდიდან გაუშვებენ. მართალია, გერმანული ეტაპის შემდეგ, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ნელსონ პიკეს შვილმა იმედი გამოთქვა, რომ ფ1-ში გამოსვლას სეზონის ბოლომდე გააგრძელებს, მაგრამ ბრიატორემ მისი ნათქვამის დადასტურებისგან თავის შეკავება ამჯობინა.

საკუთარ ინტერნეტ გვერდზე პიკე წერს, რომ გერმანიის დიდი პრიზის შემდეგ, გუნდი მას იმავე დონეზე მომზადებულ მანქანას შეპირდა, როგორითაც ალონსო იასპარეზებს. ეს კი ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ის უნგრეთშიც ”რენოს” ბოლიდით გამოვა.

ერთი კვირით ადრე კი, ინგლისურ ჟურნალ ”ავტოსპორტთან” საუბრისას, პიკე ამბობდა, რომ გერმანიაში მას იმავე დონეზე მომზადებული მანქანის იმედი არ ჰქონდა, როგორითაც ალონსო იასპარეზებდა.

”ჩემი კონტრაქტი კომპლექსურია, მაგრამ მასში ბევრი საკითხი სიტყვიერადაა შეთანხმებული. ”რენო” იმ დონის მანქანას მპირდებოდა, როგორითაც ალონსო ასპარეზობს, მაგრამ ეს შეთანხმება აქამდე ერთხელაც არ შესრულებულა. ამასთან, სეზონის წინ, ტესტებზე მე მხოლოდ 2 000 კილომეტრის გავლის საშუალება მომეცა, როდესაც ალონსომ მანქანა 4 000 კილომეტრზე გამოსცადა. სეზონის განმავლობაში, ჩვენ უამრავი პრობლემა გვქონდა და ხშირად, იღბალიც არ გვიმართლებს, მაგრამ ”რენოში” ეს ყველაფერი ავიწყდებათ. მესმის, რომ ბრიატორე ჩემი გამოსვლებით უკმაყოფილოა, მაგრამ ეს ხომ მარტო ჩემო ბრალი არ არის. ეს ძალიან ძნელი სამუშაოა, რომლის შესრულების ხარისხზეც ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ამ ფაქტორების გამო კი, რბოლის დროს საკუთარი თავის დამშვიდბაც მიწევს, რადგან ვიცი, რომ ჩემს გამოსვლას გამადიდებელი შუშით აკვირდებიან”, - ამბობს პიკე.

თუ ბრაზილიელს უნგრული რბოლის წინ მართლაც დაითხოვენ, მაშინ მისი მონოპოსტის დაკავების ყველაზე რეალური შანსი ფრანგ რომენ გროჟანს ექნება, ვინც ამჟამად ”რენოს” მესამე, სათადარიგო პილოტია. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მონაკოში განცდილი მძიმე ავარიის შემდეგ, ფრანგი პილოტის გამოსვლები GP2 სერიაში მნიშვნელოვნად გაუარესდა.

ასევე განიხილება GP2-ის ჩემპიონატის ბრაზილიელი პილოტის, ლუკას დი გრასის კანდიდატურა, მაგრამ ამან ახლახანს განაცხადა, რომ ამ სეზონში მისი მთავარი მიზანი GP2-ის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაა, ფ1 კი მოიცდის.

No comments:

Post a Comment