ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Wednesday, July 15, 2009

ვებერი ფეხზე ოპერაციას გაიკეთებს

Mark Webber

15 ივლისი

აგვისტოში, იმ დროს, როდესაც ფორმულა ერთის კალენდარში ერთთვიანი არდადეგებია, გერმანიის დიდი პრიზის ავსტრალიელი გამარჯვებული მარკ უებერი მარჯვენა ფეხზე ოპერაციას გაიკეთებს.

სეზონის წინ, ველოსიპედით გასეირნების დროს, უებერს ინციდენტი შეემთხვა, რომლის დროსაც, ფეხი (წვივის არეში) და მხარი მოიტეხა. მას ოპერაცია გაუკეთდა, რომლის დროსაც, მოტეხილი ძვლების დასაფიქსირებლად, ლითონის ხრახნები ჩაუდგეს. გერმანული რბოლის წინ, 32 წლის ავსტრალიელს ექიმებმა ორი ხრახნი ამოუღეს, მაგრამ დანარჩენების ამოსაღებად, ოპერაციაა საჭირო.

”ახლა დანარჩენი ხრახნებიც უნდა ამოვიღო, ტიტანის ღეროს კი ფეხიდან სეზონის შემდეგ ამომაცლიან, რის შემდეგაც, წვივზე არსებული კოპიც გაქრება. ფეხი ჯერაც შეუხორცებელია, მაგრამ რბოლის დროს, მის გამოყენებას დიდი ხნის წინ მივეჩვიე”, - ამბობს უებერი.

ნურბურგრინგზე რბოლის წინ, გერმანიის დიდი პრიზის ოფიციალურმა პირმა ჰანს იოახიმ შტუკმა, ვინც თავის დროზე ასევე ფ1-ის პოლოტი იყო, უებერის მდგომარეობა ექიმებთან ერთად შეამოწმა და გაოცებული დარჩა იმით, რომ ოზი პილოტი ტრავმირებული ფეხის დატვირთვას ახერხებს.

”ფეხი საშინლად გამოიყურება. მარკს წვივზე დიდი კოპი და ნაიარევები აქვს და ძალიან მიკვირს, რომ ამ ფეხის სრული დატვირთვით გამოყენებას ახერხებს. ეს ნამდვილი სასწაულია”, - განაცხადა შტუკმა.

სხვათა შორის, სეზონის დაწყებამდე, უებერი ირწმუნებოდა, რომ საკმაოდ კარგად გრძნობს თავს იმისათვის, რომ რბოლებში მონაწილეობა მიიღოს. მაგრამ ახლა ამბობს, რომ მაშინ ზედმეტად ოპტიმისტი იყო. ”ახლა მიმაჩნია, რომ სეზონის დასაწყისში თავს ვიტყუებდი. იმ დროს ფეხი ჯერაც შეუხორცებელი მქონდა. ძვლებს ერთმანეთთან მხოლოდ ლითონის ღერო აკავშირებდა, მაგრამ ამის გამჟღავნება არ მსურდა. მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა, პრობლემა კი ისევ არსებობს”, - ამბობს უებერი.

No comments:

Post a Comment