
მასა რბოლაზე ვერ გამოვა
Hungarian GP
25 ივლისი


”ფერარის” პრესცენტრის ხელმძღვანელმა ლუკა კოლაჯანიმ გამოაცხადა, რომ ხვალ რბოლაში მინაწილეობას ვერ მიიღებს ”ფერარის” ბრაზილიელი პილოტი ფელიპე მასა, რომელსაც კვალიფიკაციის დროს მძიმე ავარია მოუვიდა.
პარალელურად, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია გვაუწყებს, რომ მასას მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, მისი ჯანმრთელობის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
სამაგიეროდ, ”გაძეტა დელო სპორტმა” თავის საიტზე უკვე გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც მასას მანქანაზე ნამსხვრევის მოხვედრის მომენტი და მასას დაზიანებული მარცხენა წარბი და დამტვრეული შლემია გამოსახული. ერთ ფოტოზე კი ის მომენტია, როდესაც მასას ევაკუირება ხდება. პილოტი დაშავებულ წარბზე ხელს იკიდებს, ესე იგი, ის გონებაზეა...
”ფერარის” მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, ავარიისას მასამ ტვინის შერყევა მიიღო და მარცხენა წარბის არეში თავის ქალის ძვალი აქვს დაზიანებული, რის გამოც, მასზე ოპერახიას გაუკეთებენ, ოპერაციის შემდეგ კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანენ.
No comments:
Post a Comment