ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Tuesday, July 21, 2009

ჰამილტონი ლე მანზე გამოსვლას აპირებს

Hamilton eyes Le Mans

21 ივლისი

მსოფლიო ჩემპიონი ლუის ჰამილტონი აცხადებს, რომ თუ ”მერსედეს-ბენცი” ლე მანის 24-საათაინ რბოლას დაუბრუნდება, ის მზადაა, მისი მანქანით, მონაწილეობა ამ რბოლაშიც მიიღოს.

ლეგენდარულ რბოლაზე გერმანულ კომპანიას ცვალებადი იღბალი ჰქონდა. 1955 წლის რბოლისას, მისი ერთ-ერთი ეკიპაჟი ინციდნტში მოჰყვა, რომელმაც 80-ზე მეტი მაყურებლის სიცოცხლე შეიწირა, რის შემდეგაც, სამქიმიანებმა ლე მანის ასპარეზი დიდი ხნით მიატოვეს.

მაგრამ შემდეგ, შვეიცარიულ საჯინიბო ”ზაუბერთან” ერთად დაბრუნდნენ და კვლავ კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიპყრეს (1989 წელს). ამას მოჰყვა რამდენიმე წლით წასვლა და 90-იანი წლბის მიწურულს დაბრუნება. თუმცა, ამჯერადაც ინციდენტ(ებ)ი წასვლის მიზეზი გახდა - 1999 წლის რბოლისას, მანქანის აეროდნამიკური თავისებურება სამი, აბსოლუტურად ერთნაირი და ძალიან მძიმე ავარიის მიზეზი გახდა (საბედნიეროდ, სამივე შემთხვევა ყოველგვარი ტრავმის გარეშე დასრულდა), რასაც ლე მანიდან შტუტგარტული კომპანიის მორიგი და ჯერჯერობით, საბოლოო წასვლა მოჰყვა.

ახლა კი, როგორც ჩანს, მორიგი დაბრუნების დრო ახლოვდება.

”თუ ”მერსედეს-ბენცი” ლე მანზე დაბრუნებას გადაწყვეტს და მიმიწვევს, აუცილებლად დავთანხმდები. ისე, მოტო გრანპრის ბაიკზეც დიდი სიამოვნებით გავივლიდი, მაგრამ არა სარბოლ რეჟიმში. სიამოვნებით გამოვცდიდი მალკოლმ უილსონის (რალის ბრიტანელი ყოფილი მრბოლია) რალის ავტომობილს და ოდესღაც ალბათ ნასქარ-ის რბოლებშიც ვიასპარეზებ”, - გაზეთ ”სან-თან” საუბრისას განაცხადა ჰამილტონმა, ვინც მსოფლიოს ჩემპიონი შარშან, ”მერსედეს-ბენცის” ძრავით აღჭურვილი ”მაკლარენის” ბოლიდით გახდა.

პარალელურად, ჰამილტონი ამბობს, რომ აბსოლუტურად არ აინტერესებს ამერიკაში უპოპულარულესი რბოლა - ინდი 500. ”ამ რბოლაში წარმატების იმედი რომ გქონდეს, იმავე სერიაში რეგულარულად უნდა ასპარეზობდე, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. მანქანაში ჩაჯდომისთანვე ინდი 500-ის მოგება შეუძლებელია. მე კი თუ ფორმულა 1-დან წავედი, ესე იგი, კარიერასაც დავასრულებ. უბრალოდ სტარტზე გამოსასვლელად კი ინდი 500 ჩემთვის უინტერესოა”, - ამბობს ჩემპიონი.

No comments:

Post a Comment