ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, July 18, 2009

ტექნიკური სიახლეები გერმანულ ეტაპზე

Formula 1

18 ივლისი

მაკლარენი


მაკლარენმა გადაწყვიტა, რომ გერმანიის დიდი პრიზისთვის, თავისი MP4-24-ის მოდიფიცირებისას კონსერვატიული მიდგომა გამოეყენებინა - აქამდე მანქანის კონსტრუქციაში სპონტანურად შეტანილ ცვლილებებს სასურველი შედეგი არ მოჰქონდა, ამჯერად კი გუნდმა ის სიახლე გამოიყენა, რომლის შემოწმებაც რბოლამდე მოასწრო.

ნურბურგრინგის რბოლაში, MP4-24-ზე ყველაზე შესამჩნევი სიახლე წინა ფრთის ვერტიკალური ფირფიტების რთული ფორმები იყო. მათ ძირში შეინიშნებოდა ლაყუჩების მსგავსი ორი ჭრილი, რომლის დანიშნულებაც ფრთის გარეთ მქროლავი ჰაერის ნაკადის ”შეგროვება” და ფრთის შიდა მხარეზე მიმართვაა.

ეს იდეა პირველად, ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში, ”ტოიოტამ” გამოიყენა, რომელსაც მალე ბევრმა მიბაძა, ”მაკლარენმა” კი ამ მხრივ დააგვიანა. აღნიშნული გადაწყვეტა საინტერესოა იმით, რომ ამ ჭრილების მიერ ფრთის შიგნით მიმართული ნაკადი იმ ნაკადს არღვევს (მის შეშფოთებას იწვევს), რომელიც წინა ბორბალს ეცემა და წინააღმდეგობას ქმნის. შედეგად, ეს წინააღმდეგობა მცირდება, რაც ავტომობილის სიჩქარეს ზრდის.

გარდა ამისა, გუნდმა კვლავ გამოიყენა წინა ბორბლების ძველებური ხუფები, როგორებსაც შარშანაც იყენებდა. თუ წინა რბოლებზე, ბორბლის ხუფი საბურავის გარე რკალს სცდებოდა, ამჯერად ის საბურავის გარეთ აღარ გამოდის. იგივე არ ითქმის შიდა ხუფზე, რომელიც მუხრუჭების გასაგრილებელ ჰაერის ნაკადს თავს ბორბლის გარედან უყრის.

ფერარი

გერმანიის დიდ პრიზზე კიმი რაიკონენისა და ფელიპე მასას ბოლიდების წინა ფრთებს განსხვავებული მოყვანილობა ჰქონდა. ფინელის მანქანის ფრთის დიზაინი (ზედა სურათზე) დიდი ხანია, გამოიყენება. ის შიდა მხარეს, ქვედა ფირფიტისკენაა გადახრილი და მას ოდნავ ეხება კიდეც. იდეაში, ასეთი ფორმით, მუხრუჭების გამაგრილებელის ჰაერისამღებისკენ ჰაერის უფრო მოწესრიგებული ნაკადი უნდა მიდიოდეს. მარანელოელებმა მასას მანქანაზე მცირე ექსპერიმენტი ჩაატარეს.

ამ ექსპერიმენტის მიზანი მუხრუჭების უკეთ გაგრილება უნდა ყოფილიყო. თუმცა, ნურბურგრინგის გრილი ამინდი ექსპერიმენტის ზუსტი შედეგის დადგენაში ხელის შემშლელი ფაქტორი იყო. სამაგიეროდ, სიახლის ავკარგიანობის უკეთ შემოწმება უნგრეთის დიდ პრიზზე, ძლიერ სიცხეში იქნება შესაძლებელი.

რენო

ფრანგული გუნდის აეროდინამიკოსები სეზონის დასაწყისიდან რადიატორების ჰაერის ამღებების სრულყოფაზე მუშაობენ. ჯერ კიდევ ბრიტანული რბოლის წინ, მათ ჰაერის ამღებების განივკვეთის ფართობი გაზარდეს, რითაც ძრავის და კოკის შიგნით მოქცეული დეტალების უკეთ გაგრილება უზრუნველყვეს. თუმცა, ეფექტის შემოწმება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან სილვერსტოუნზეც და ნურბურგრინგზეც, რბოლა სიგრილეში ჩატარდა.

თუ თურქეთის ეტაპზე, ჰაერის ამღები ორ ნაწილად იყო გაყოფილი, გერმანიაში ისინი გაერთიანდა, ჰაერის ნაკადი კი კონსტრუქციის შიგნით იყოფოდა ორად. რადიატორის ძირის წინა ნაწილი ამჯერად თხილამურის წვეტივითაა აპრეხილი და ჰაერის ნაკადის ნაწილს ძირისკენაც მიმართავს. მთავარი კი ისაა, რომ ჰაერის ამღების განივკვეთი გაიზარდა. წესით, ამას ჰაერის წინააღმდეგობის ძალა უნდა გაეზარდა, რისი პირდაპირი შედეგიც სწორ მონაკვეთებზე სიჩქარის შემცირება უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალურად, RS29 გერმანიაში უფრო სწრაფი იყო, ვიდრე წინა რბოლებზე...

No comments:

Post a Comment