ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, July 19, 2009

ტორო როსო” წინსვლას გეგმავს

Toro Rosso

19 ივლისი

”მაკლარენის” მსგავსად, უნგრეთის დიდ პრიზზე კარგი შედეგის ჩვენების იმედი ”ტორო როსოშიც” აქვთ. ოღონდ, ინგლისური გუნდისგან განსხვავებით, იტალიური საჯინიბო იმედოვნებს, რომ მაჩანჩალების რიგებს თავს დააღწევს და პელოტონის შუაში გადაინაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ ”ტორო როსო” (იტალიურად ტორო როსო წითელ ხარს ნიშნავს) ავსტრიულ კომპანია ”რედ ბულის” მეორე გუნდია. და რამდენადაც პირველი ჩემპიონობისთვის იბრძვის, ორივე გუნდის რესურსი სწორედ მისი პრეგრესის მისაღწევადაა მობილიზებული, იტალიური საჯინიბო კი კრიზისს განიცდის. პარალელურად, ამ კრიზისს პირველი მსხვერპლიც უკვე ჰყავს ფრანგი სებასტიან ბურდეს სახით, ვისაც რამდენიმე დღის წინ კარისკენ მიუთითეს. და თუ ასე გაგრძელდა, არაა გამორიცხული, რომ კომპანია ”რედ ბულის” მფლობელმა დიტრიხ მატეშიცმა მაჩანჩალების შენახვა აღარ მოინდომოს და ”ტორო როსო” გასაყიდად გაიმეტოს.

თუმცა, ”ტორო როსოს” შეფი ფრანც ტოსტი უნგრული ეტაპის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი და თუ ეს ოპტიმიზმი საქმედაც იქცა, მაშინ მისი გუნდის კეთილდღეობა გარანტირებული იქნება.

”მოველით, რომ ის ცვლილებები, რომლებიც მანქანის კონსტრუქციაში შევიტანეთ, იმ ადგილას დაგვაბრუნებს, სადაც გასული სეზონის მეორე ნახევარში ვიყავით. მაშინ კი ჩვენ მუდმივად ქულებისთვის ვიბრძოდით”, - ამბობს ტოსტი.

ცნობისათვის, შარშან, ”ტორო როსოს” მანქანით გერმანელმა სებასტიან ფეტელმა იტალიის დიდი პრიზი მოიგო, მისმა საჯინიბომ კი კონსტრუქტორთა პირველობაზე უკან ”რედ ბული” ჩამოიტოვა. სამაგიეროდ, ამ სეზონში ”რედ ბულს” უკვე სამი ეტაპი აქვს მოგებული და ჩემპიონობისთვის იბრძვის, ”ტორო როსოს” კი მხოლოდ ხუთი ქულა აქვს მოგროვებული და ათ გუნდში მე-9 ადგილი უკავია.

ტოსტის თქმით, ასეთი ვარდნის მიზეზი რესურსების სიმწირეა, რის გამოც, გუნდმა შესაფერისი სტრატეგია აირჩია - სეზონის განმავლობაში მანქანის ერთი ძირეული განახლება ნაცვლად იმისა, რომ ყოველ ეტაპზე რაიმე უმნიშვნელო და პრაქტიკულად არაფრის მომცემი სიახლე ჰქონდეს. ამ ძირეული განახლების დრო კი უნგრული ეტაპისთვის უწევს.

გუნდის ტექნიკური დირექტორი ჯორჯო ასკანელი ამბობს, რომ ბუდაპეშტში მანქანას შეცვლილი ძირი, უკანა ფრთა და მუხრუჭების გამაგრილებელი ჰაერის ახალი ამღები ექნება. ასევე შეიცვალა ავტომობილის წინა ნაწილის აგებულება, რის გამოც მას დამატებითი ქრეშ ტესტის გავლა მოუწია.

გუნდს ჯერჯერობით არ დაუსახელებია ბურდეს შემცვლელის ვინაობა, თუმცა კულუარებში დადის ხმები, რომ ეს ესპანელი ხაიმე ალგერსუარი იქნება, ვისაც მხარს სერიოზული სპონსორი - ნავთობკომპანია ”რეპსოლი” უჭერს.

No comments:

Post a Comment