ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, July 23, 2009

უებერმა ”რედ ბულთან” კონტრაქტი გააგრძელა

Mark Webber

23 ივლისი

ავსტრალიელმა მარკ უებერმა ”რედ ბულთან” კონტრაქტი ერთი წლით გააგრძელა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან გერმანიის დიდი პრიზი მოიგო და ჩემპიონის ტიტულის მაძიებელთა სიაში ჩაეწერა. 32 წლის ავსტრალიელისთვის ეს პირველი გამარჯვებაა 130 რბოლაში. თუმცა როგორც ბევრი სპეციალისტი აღნიშნავს, ეს წარმატება მას გამარჯვების მადას გაუხსნის. ამგვარად, ”რედ ბულმა” მომავალი სეზონისთვის ორივე პილოტი დაიტოვა.

”მიხარია, რომ ამ ბიჭებთან ერტად მუშაობა მერმისაც მომიწევს. მათთან კარგი ურთიერთობა მაშინვე ჩამომიყალიბდა, რაც ”რედ ბულში” გადმოვედი. იყო დრო, როდესაც მანქანის სრულყოფას დაძაბული შრომა სჭირდებოდა, მაგრამ ახლა სირთულეებმა ჩაიარა და ყველანი ჩვენს საქმეს ხალისით ვაკეთებთ. მოკლედ, წინ კიდევ 18 თვე გვაქვს, მერე კი ვნახოთ, მომავალი სეზონის ბოლოსთვის რა სიტუაცია იქნება”, - ამბობს უებერი, ვინც ”რედ ბულში” სამი წლის წინ გადავიდა ”უილიამსიდან”. არადა, ამ გუნდის წინამორბედ ”იაგუარში” მანამდე ორი სეზონი ჰქონდა გატარებული.

ეს ჩემპიონატი უებერისთვის პრობლემებით დაიწყო. ნოემბერში ტასმანიაში ველოსიპედით სეირნობისას, დაეცა და წვივის ძვალი და მხარი მოიტეხა, რის გამოც, კარიერის დასრულებაც კი ემუქრებოდა. მაგრამ იმკურნალა, ტკივილებსაც გაუძლო და მიუხედავად იმისა, რომ მოტეხილობები ბოლომდე შეხორცებული არ ჰქონდა, მაინც სეზონის დასაწყისიდანვე ჩაება ჩემპიონატში. მისთვის მარჯვენა ფეხიდან ლითონის ფიქსატორები ჯერაც არ მოუხსნიათ, მაგრამ გერმანიის ეტაპზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. მანამდე კი სამჯერ რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა.

”ის წარმოუდგენლად მონდომებული და მიზანსწრაფულია. ბოლო რბოლებში მის მიერ ნაჩვენები შედეგები მეტყველებს, რომ კარიერის საუკეთესო ფორმაშია. რაც მთავარია, აქვს იმის მოტივაცია, რომ უმაღლეს შედეგებს მიაღწიოს. ჩვენ კი დიდი მფლანგველები უნდა ვყოფილიყავით, რომ მასთან კონტრაქტი არ გაგვეგრძელებინა”, - ამბობს ”რედ ბულის” შეფი კრისტიან ჰორნერი.

No comments:

Post a Comment