ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Monday, July 20, 2009

ჯონ და ჰენრი სარტიზები
ჰენრი სარტიზი ბრენდს ჰეჩის პირველი რბოლის კვარცხლბეკზე
.................................................................................

ტრაგედია ბრენდს ჰეჩზე

F2

20 ივლისი

ტრაგიკული გამოდგა ფორმულა 2-ის სეზონის ბრიტანული რბოლა, რომელსაც ბრენდს ჰეჩის ავტოდრომმა უმასპინძლა. სტარტიდან რამდენიმე მოსახვევის შემდეგ მომხდარმა ავარიამ, ფორმულა ერთის ყოფილი (1964 წლის) ჩემპიონის, ბრიტანელი ჯონ სარტიზის შვილის, ჰენრი სარტიზის სიცოცხლე შეიწირა.

ყველაფერი კი ბრიტანელი ჯეკ კლარკის ავარიით დაიწყო, რომლის ბოლიდსაც უკანა ბორბალი მოსწყდა და ტრასაზე, ხტუნვა-ხტუნვით გამოვარდა. შემდეგ ის სრული სიჩქარით მოძრავი სარტიზის მანქანას დაეჯახა და ტრასის მიღმა გადავარდა. სარტიზის მანქანამ კი სვლა განაგრძო და ისე რომ სიჩქარე არც შეუმცირებია, უახლოეს მოსახვევში შევარდა. იქ ის დამცავ ზღუდეს შეასკდა და რამდენიმე ათეული მეტრის შემდეგ გაჩერდა.

ვიდეოჩანაწერზე გამოჩნდა, რომ ბორბალი სარტიზს თავში დაეჯახა. პილოტი ტრასის მედპერსონალმა სასწრაფოდ ლონდონის ჰოსპიტალში ვერტმფრენით გადაიყვანა. მართალია, ტრასის მედცენტრში სარტიზის მდგომარეობის სტაბილიზება მოხერხდა, მაგრამ ლონდონში მისი შველა ვეღარ შესძლეს და პილოტი მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.

18 წლის ჰენრი სარტიზი ფ2-ში წელს ფორმულა ”რენოდან” გადავიდა, სადაც კვარცხლბეკზე ასვლა პირველად სწორედ ბრენდს ჰეჩში, შაბათის რბოლის შემდეგ შესძლო, რომელზეც მესამე ადგილი დაიკავა.

კარტინგში გატარებული რამდენიმე სეზონის შემდეგ, ჰენრი სარტიზი სამი წლის წინ, ძარიანი ავტომობილების კლასში, ”ჯინეტა ჯუნიორში” გადავიდა, ღიაბორბლიან სარბოლ ბოლიდებზე კი 2007 წელს გადაინაცვლა. ფორმულა ”ბეემვეს” სადებიუტო სეზონი მან მე-7 ადგილზე დაასრულა, დებიუტანტების თასზე კი მეორე იყო.იმავე სეზონში, ცოტა ხანს ფორმულა ”რენოში” სცადა ბედი. იქ მან შარშანდელი სეზონი გაატარა, რომელშიც ზამთრის სერიაში ერთი რბოლა მოიგო და სამჯერ კვარცხლბეკზე ავიდა. შარშანვე, ბრიტანეთის ფორმულა 3-ის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა და პირველი რბოლის მოგება შეძლო, მეორე კი მოწინავე სამეულში დაასრულა.

No comments:

Post a Comment